ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე გადაცემაში "დიდი შესვენება" ბავშვების პირადი სივრცის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რატომაა დაუშვებელი მშობელმა შვილს ტუჩებში ან ინტიმურ ზონებში აკოცოს:
- ძველ თაობას ახლაც უყვარს - ბავშვს ეფერებიან, ჩქმეტენ, კბენენ, ჩვილ ბავშვებს გენიტალიებზეც კი ეფერებიან. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. თუ მე მის სხეულს უხეშად ვეპყრობი და ვეხები სივრცეებს, რომლებიც კერძოა და ინტიმურია, ბავშვის სულიც უხეშდება. შესაბამისად, ეს ბავშვი შემდგომ კარგ და ცუდ შეხებას ვეღარ განასხვავებს. საფრთხეა, რომ შემდგომში ძალადობის მსხვერპლი გახდეს, მისი პირადი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგეს. დაუშვებელია თუნდაც ტუჩებში კოცნა. ესეც მისი ინტიმური ზონაა. სოციალურ ქსელებში ხშირად ვნახულობ და ძალიან მოქმედებს... დაუშვებელია, თუნდაც საკუთარ შვილს მშობელმა ტუჩებში აკოცოს. მე თუ ვესაუბრები, რომ ეს მისი პირადი სივრცე, ინტიმური ზონაა ისევე, როგორც გენიტალიები, დაუშვებელია ვაკოცოთ. თუ დედამ, მამამ აკოცა, ბავშვი ფიქრობს, რომ ესე იგი მისაღებია, ყველას შეუძლია, აკოცოს.