დიზაინერმა, 4 შვილის დედამ და თბილისის მერის ცოლმა ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. მაგალითად, თუ სად ატარებს უმეტესად დროს, საზღვარგარეთ თუ საქართველოში, მან მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - როგორ წველის ძროხას აგარაკზე, სადაც მამამისს დიდი ფერმა აქვს და ბავშვები იქ დიდ დროს ატარებენ.
საქართველოს კუთხეებს შორის ანუკის ყველაზე მეტად მშობლიური რაჭა უყვარს.
ხოლო სტილზე შეკითხვას უპასუხა, რომ მასზე და მის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა მილანში სწავლამ და იქ ცხოვრებამ მოახდინა.
რა პროფესიას აირჩევდა დიზაინერობის გარდა - ამ შეკითხვას უპასუხა, რომ ძალიან აინტერესებს ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ყველაფერი, რაც ადამიანის ფიქრებს, მსოფლმხედველობას სამყაროს მიმართ, მის ქმედებებს და სხეულის ენას უკავშირდება.
ასევე ანუკი პასუხობს გოგონას, რომელიც არ არის თავდაჯერებული: "აუცილებელია ძალიან გიყვარდეს და აფასებდე შენს თავს. იდეალურია ყველაფერი, რაც მივიღეთ და შევიყვარეთ".