საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ენი დაარქვეს.
ზაფხულში ცნობილმა წყვილმა სქესის გაგების ცერემონია მოაწყო, რომლითაც თაყვანისმცემლებს ამცნეს, რომ გოგონას მშობლები გახდებოდნენ.
სქესის გაგების ცერემონია მეგობრების წრეში შედგა და მხიარულ წვეულებას მუსიკალურად ლელა წურწუმია და მისი ბენდი აფორმებდნენ.
"ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს რთულ პერიოდებში და ძალიან მაგარი გოგოა", - აღნიშნა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.