ზარზმის მამათა მონასტრის მხარდაჭერით შექმნილი აკადემია მათემატიკის ოლიმპიადას ატარებს: "მონაწილეთათვის სრულიად უფასოა, გამარჯვებულები გაცვლითი პროგრამით, სრული დაფინანსებით, ჩეხეთში გაემგზავრებიან" - მშობლები

ზარზმის მამათა მონასტრის მხარდაჭერით შექმნილი აკადემია მათემატიკის ოლიმპიადას ატარებს: "მონაწილეთათვის სრულიად უფასოა, გამარჯვებულები გაცვლითი პროგრამით, სრული დაფინანსებით, ჩეხეთში გაემგზავრებიან"

2024-11-27 20:01:56+04:00

ზარზმის მამათა მონასტრის მხარდაჭერით შექმნილი ზარზმის აკადემია მთელი საქართველოს მასშტაბით მათემატიკის ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა!

მათემატიკური ოლიმპიადა "ზარზმა", მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება. სურვილის შემთხვევაში ოლიმპიადაზე დაიშვებიან მე-7 კლასის მოსწავლეებიც. ოლიმპიადის ყველა ეტაპი მონაწილეებისთვის სრულიად უფასოა.

ფინალური ტური ორდღიანი იქნება და ახალციხეში ჩატარდება. ფინალისტებისთვის ტრანსპორტირება, კვება, სასტუმროს ხარჯები და ექსკურსიები სამცხე-ჯავახეთში ორგანიზატორებისგან ფინანსდება

ოლიმპიადის გრაფიკი:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.office.com/e/ZvcRQTDsxJ
  • პირველი ონლაინ ტური: 1 დეკემბერი, 12:00 საათი
  • მეორე დასწრებული ტური: 8 დეკემბერი , 12:00 საათი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, გორი, საჩხერე, ახალციხე)
  • მესამე ფინალური ტური: 21-22 დეკემბერი (ახალციხე).
ფინალურ ტურში გასულ მოსწავლეებს სრულად უფინანსდებათ ახალციხემდე ტრანსპორტირება, კვება, სასტუმროს ხარჯები და ექსკურსიები სამცხე-ჯავხეთში.
ოლიმპიადა ტარდება ზარზმის მამათა მონასტრის მხარდაჭერით და სრულად ფინანსდება Global Talent Fund-ის მიერ.
მათემატიკოსი ჩამოვიდა და ბერად აღიკვეცა, სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება... მისი 38-ვე მოსწავლე კომაროვში ჩაირიცხა - საოცარი ამბავი ზარზმიდან
ქართველი მოსწავლეები, რომლებსაც მათემატიკაში ბერი ნაზარი ამეცადინებდა, საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნდნენ