საახალწლო საჩუქარი პატარებისთვის - მაგნიტური მოზაიკა, რომელიც "საბავშვო კარუსელის" დეკემბრის ნომერთან ერთად გამოვა - მშობლები

საახალწლო საჩუქარი პატარებისთვის - მაგნიტური მოზაიკა, რომელიც "საბავშვო კარუსელის" დეკემბრის ნომერთან ერთად გამოვა

2024-12-01 23:03:54+04:00

რა იქნება საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ბავშვისთვის, რა ვუყიდოთ ბავშვებს საჩუქრად - ეს კითხვები წინასადღესასწაულო პერიოდში ყველაზე ხშირად ისმის. საჩუქრების სხვადასხვა ვარიანტთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი მაგნიტურ წიგნები და ასაწყობი მოზაიკებია.

ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“ დეკემბრის ნომერთან ერთად მაგნიტური ბოქსების სერიას იწყებს. ჟურნალი მაგნიტურ ბოქსთან ერთად „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ადგილებში გაიყიდება. ონლაინშეძენა სახლში უფასო მიტანით შესაძლებელია ამ ბმულზე.

სერიის პირველი წიგნი „საახალწლო მოზაიკა“ დეკემბრის ნომერთან ერთად 25,95 ლარად გაიყიდება.

„საახალწლო მოზაიკა“ 60 მაგნიტურ სათამაშოს მოიცავს, რომლებიც წიგნის ფორმის ყუთშია მოთავსებული და მათი საშუალებით ბავშვი 4 საახალწლო ნახატის აწყობას შეძლებს.

ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“ მაგნიტურ სერიას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს და ყოველ ნომერთან ერთად ახალ მაგნიტურ ბოქსს წარმოგიდგენთ.

„მაგნიტურ მოზაიკას“ ჟურნალის მკითხველი სპეციალურ ფასად მიიღებს. რეალურად წიგნის ფასი 20,95 ლარია (5 ლარი ჟურნალის საფასური ემატება), რაც მაგნიტური პროექტებისთვის საკმაოდ ბიუჯეტურია. იანვრიდან, როცა ახალი ბოქსი იანვრის ნომერთან ერთად გამოვა, „საახალწლო მოზაიკა“ ბიბლუსის მაღაზიაში ჩვეულებრივ, ცალკე წიგნად გაიყიდება, თუმცა არა იგივე ფასად.

ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“ ყოველთვიური გამოცემაა. ყოველ ნომერს ახლავს 100 სტიკერი, რომლებიც ჟურნალის გვერდებზე მოცემულ აქტივობებში უნდა გამოიყენო და სახატავ-გასაფერადებელი ალბომი. ჟურნალში დაგხვდებათ ასაწყობი სათამაშო, საბავშვო კროსვორდები, თავსატეხები, ლექსები, სააზროვნო და სამაგიდო თამაშები.

ჟურნალის სტანდარტული ფასი 5 ლარია, პრემიუმპაკეტს კი ემატება იმ წიგნის ფასი, რომელთან ერთადაც იყიდება. „საახალწლო მოზაიკა“ სწორედ პრემიუმპაკეტშია გათვალისწინებული, ჟურნალის ორივე ვერსია, უწიგნოც და წიგნიანიც, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია.

2024 წელი „საბავშვო კარუსელისთვის“ საიუბილეო იყო. ჟურნალმა არსებობის 20 წლისთავი აღნიშნა.

რა სარგებლობა მოაქვთ მაგნიტურ წიგნებს?

მაგნიტური წიგნები ბავშვებისთვის მრავალმხრივ სარგებელს იძლევა:

  1. მოტორული უნარების განვითარება - მაგნიტური ელემენტების დალაგება და გადაადგილება ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას.
  2. შემოქმედებითობის სტიმულირება - ბავშვებს საშუალებას აძლევს შექმნან სხვადასხვა სცენები, ფიგურები და სიუჟეტები.
  3. სივრცული აზროვნების გაუმჯობესება - სხვადასხვა ფორმებისა და მაგნიტების შეერთება ავარჯიშებს სივრცული აღქმის უნარს.
  4. შემეცნებითი განვითარება - შეიძლება გამოიყენებოდეს სასწავლო მიზნებისთვის, მაგალითად ანატომიის, გეოგრაფიის ან სხვა თემების შესასწავლად.
  5. უსაფრთხოება - მაგნიტური წიგნები, როგორც წესი, დამზადებულია მაგარი მასალებისგან და უსაფრთხოა პატარა ბავშვებისთვის.

თუმცა, მნიშვნელოვანია მშობლებმა იზრუნონ იმაზე, რომ პატარა ბავშვებმა პირში არ ჩაიდონ პატარა მაგნიტები

კოგნიტური სარგებელი:

  • სივრცითი აზროვნების გაუმჯობესება
  • ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარის განვითარება
  • მეხსიერების გაძლიერება
  • ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა

მოტორული უნარები:

  • წვრილი მოტორიკის სრულყოფა
  • თითების მოქნილობის გაუმჯობესება
  • ხელის კოორდინაციის განვითარება

სოციალური უნარები:

  • გუნდური თამაშის სწავლა
  • სხვებთან ურთიერთქმედება
  • პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავება

ემოციური სარგებელი:

  • წარმატების განცდის მიღება
  • თვითშეფასების ამაღლება
  • კრეატიულობის სტიმულირება

ძირითადი დადებითი მხარეები:

  • უსაფრთხო სასწავლო აქტივობა
  • საინტერესო ფორმატი
  • მრავალფუნქციური სწავლება