ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელშისაკუთარგვერდზესაუბრობს, მითია თუ რეალობა, რომ შესაძლებელია, მუცლის ფორმის მიხედვით ორსულმა ბავშვის სქესი გაიგოს:
- ამბობენ, თუ ორსულ ქალს მრგვალი და მაღალი მუცელი აქვს, მას გოგონა ეყოლება. ხოლო, თუ მას მოგრძო და დაბალი მუცელი აქვს, მაშინ ბიჭი ეყოლება. აღნიშნული მოსაზრება მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც ექოსკოპია არ არსებობდა და სანამ ქალი არ იმშობიარებდა, იქამდე არავინ იცოდა, მომავალი ბავშვის სქესი. ამიტომ, ცდილობდნენ, ჯერ კიდევ ორსულობის დროს ბავშვის სქესი სხვადასხვა ნიშნით ამოეცნოთ. არსებობდა და ახლაც არსებობს კალენდრები - მთვარის ფაზის მიხედვით, დაბადების თვის, ორსული ქალის ხასიათის მიხედვით და ასე შემდეგ, მაგრამ სამეცნიერო კვლევებით არც ერთი მათგანი არ დასტურდება. ორსულს შეიძლება, მრგვალი და მაღალი მუცელი ჰქონდეს როგორიც გოგო ნაყოფს ახასიათებს, მაგრამ ბიჭი დაიბადოს და პირიქით.
- მომავალი ბავშვის სქესს სპერმატოზოიდი განსაზღვრავს. გოგონა დაიბადება, თუ ბიჭი, დამოკიდებულია იმაზე, კვერცხუჯრედს რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს - X ქრომოსომის შემცველი, თუ Y ქრომოსომის. წინასწარ ბავშვის სქესის გამოთვლა შეუძლებელია. ასევე, სქესის დაგეგმვა ფიზიოლოგიურ ციკლში შეუძლებელია. მაგრამ, არსებობს ერთი მეთოდი - ინვიტრო განაყოფიერებით, როდესაც მიიღება ემბრიონები, მათი ანალიზით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური გამოკვლევაა შესაძლებელი, რომლის შედეგად ემბრიონის სქესი დგინდება და შემდეგ მისი გადატანა ხდება. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს პროცედურა საკმაოდ ძვირად ღირებულია და თან ჩვენს ქვეყანაში სქესის მიხედვით ორსულობის დაგეგმვა კანონმდებლობით აკრძალულია.
მომავალი მშობლებისთვის მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს და მშობიარობამ კარგად ჩაიაროს. თუმცა ორსულობის განმავლობაში თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს მომავალი ბავშვის სქესი. ექოსკოპიური კვლევა, როგორც წესი, სქესს ზუსტად ადგენს, მაგრამ დაახლოებით 100-დან 10 შემთხვევაში ცდება.
როდის შეიძლება შეცდეს ექო სქესის დადგენისას? წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს.
9 კვირამდე გოგონა და ბიჭ ნაყოფს შორის გარეგნული განსხვავება არ არის.
სქესობრივი ნიშნები 12-14 კვირისთვის იწყებს ფორმირებას, როცა მომავალი დედა გეგმიურ კვლევაზე მიდის. საუკეთესო სპეციალისტიც კი ამ ვადაზე სწორ პასუხს 50%-იანი სიზუსტით ამბობს.
მე-15 კვირისთვის გამოცდილი სპეციალისტი უკვე კარგად არჩევს სასქესო ნიშნებს, თუმცა ბოლომდე ეს ორგანოები 18 კვირისთვის ყალიბდება. სწორედ ამ ვადაზე ჩანს ბავშვის სქესის ყველაზე კარგად.
დიახ, 30 კვირის შემდეგ ნაყოფი უკვე მთელ საშვილოსნოს იკავებს და ისე თავისუფლად ვეღარ მოძრაობს, როგორც წინა თვეებში. ამიტომ მისი სრულად დათვალიერება ექოსკოპისტს უჭირს. თუ მას „არ უნდა“, სქესს ექიმს არ „აჩვენებს“.
ასეც ხდება. ბავშვს მჭიდროდ აქვს ფეხები შეტყუპული და სქესის გარჩევა რთულია. ამ დროს ექიმები მომავალ დედას ურჩევენ ბევრი ისეირნოს, იმოძრაოს, რათა ნაყოფიც გამოძრავდეს და პოზიცია შეიცვალოს. თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის, ამიტომ სქესის დაზუსტებაც ვერ ხერხდება.
ჭიპლარის ოინები ისეც ხდება, რომ გოგონა ბიჭში ერევათ. ეს ფაქტი ნაყოფის და ჭიპლარის მდებარეობით არის გამოწვეული. ჭიპლარმა შეიძლება ნაოჭი გაიკეთოს და ის ექიმს პენისი ეგონოს.
საბოლოოდ, ბავშვის სქესის ექოსკოპიით დადგენა დიდწილად დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, ნაყოფის მდებარეობაზე, ექოსკოპიის აპარატის შესაძლებლობებზე, ასევე ნაყოფის პოზიციაზე. ყველაზე კარგად სქესის დანახვა 3D აპარატს შეუძლია. ფერები საუკეთესოდ უჩვენებს როგორც გარკვეულ ანომალიებს, ასევე სასქსო ნიშნებს, თითებს, ზურგის ტვინს.