კანის სიმშრალე, ქავილი, სიწითლე, ანთება - ეს ატოპიური დერმატიტის დამახასიათებელი სიმპტომებია, რომლებიც განსაკუთრებით წელიწადის ცივ სეზონზე აქტიურდება. ატოპიური დერმატიტი ქრონიკული, ანთებითი დაავადებაა და ხშირად ასოცირდება ალერგიასა და იმუნური სისტემის დარღვევებთან. ის შეიძლება აწუხებდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ბავშვებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ატოპიური დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ მისი სიმპტომების მართვა და კონტროლი შესაძლებელია. ამ პროცესში მთავარი როლი კანის მოვლის საშუალებებს ენიჭება. ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
დერმატოლოგიური ესპანური ბრენდის „ინსტიტუტო ესპანიოლის“, პროდუქცია განსაკუთრებით ეფექტურია ატოპიური დერმატიტის სიმპტომების სამართავად. „ინსტიტუტო ესპანიოლ“ გახლავთ 120+ წლიანი გამოცდილების მქონე სამკურნალო/დერმატოლოგიური და კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ექსპორტს მსოფლიოს 75 ქვეყანაში ახორციელებს.
ამ ეტაპისთვის, საქართველოში, ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი ორი დერმატოლოგიური ხაზით: ატოპიური კანის მოვლა და UREA (შარდოვანა) დატენიანება.
ორივე ხაზს გააჩნია სამკურნალო თვისებები და მოიცავს სხეული, სახისა და თმის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრს: შხაპის გელები, ტანის ლოსიონები, დეოდორანტები, სახის, ფეხისა და ხელის საცხები, მზისგან დამცავები, შამპუნი და ა.შ. პროდუქცია შექმნილია სპეციალურად ატოპიური, მგრძნობიარე, მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის.
„ინსტიტუტო ესპანიოლის“ სახის საცხი იდეალურია მშრალი, მგრძნობიარე და ატოპიური კანისთვის. ატენიანებს, ამშვიდებს მას და იცავს გარემოს აგრესიისგან. შეიცავს 3 ესენციურ ცერამიდს და აზიურ ცენტელას, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. საინტერესოა, რომ ცერამიდი I ხსნის ქავილს, ცერამიდი II ამცირებს გაუწყლოებას, ცერამიდი III ატენიანებს კანს, იცავს გარემოს აგრესიისგან.
ამავე ბრენდის ტანის კრემი Atopic Moments შექმნილია ატოპიური კანის ძირითადი საჭიროებების საპასუხოდ: ამცირებს კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და ქავილს. სპეციალური ფორმულის წყალობით ატენიანებს კანს, შესამჩნევად ამცირებს კანის აქერცვლას და დაზიანებას. გამდიდრებულია კოლოიდური შვრიით, ატენიანებს და ამშვიდებს კანს. მის შემადგენლობაში შემავალი აზიური ცენტელა ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ამცირებს გაღიზიანებას. ინკა-ინჩის ზეთი იდეალურია მშრალი, გაღიზიანებული კანისთვის. არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს, პარფიუმს, ალერგენებს და კორტიკოსტეროიდებს.
ატოპიური დერმატიტი ხშირად მწვავდება ხელის მტევნებზე, რადგან სხეულის ამ ნაწილს ცივ ჰაერთან აქტიური კონტაქტი აქვს. სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ხელის საცხიც. „ინსტიტუტო ესპანიოლის“ ინტენსიური მკვებავი ხელის კრემის გამოყენება ბავშვებისთვისაც რეკომენდებულია. აქტიური ინგრედიენტების წყალობით ატენიანებს კანს ღრმად და ხანგრძლივად, აქვს ქავილის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და გაღიზიანების საწინააღმდეგო მოქმედება.
ხაზი ასევე მოიცავს: მზისგან დამცავს, ინტიმურ გელს, შამპუნს, შხაპის გელს, ბურთულიან დეოდორანტს, ფეხის კრემს და სხვა ყოველდღიური გამოყენების საშუალებებს.
ქართულ ბაზარზე „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში „ინსტიტუტო ესპანიოლ“ წარმოდგენილია UREA-ს ხაზითაც. UREA (შარდოვანა) გახლავთ ნივთიერება, რომელიც სპეციალურად დეჰიდრატირებული კანის მოვლისთვისაა განკუთვნილი.
სერიის გამორჩეული პროდუქტია ტანის ლოსიონი UREA პანთენოლით, რომელიც 3 წლის ასაკიდან გამოიყენება. ინგრედიენტების ერთობლიობა ატენიანებს კანს, ხდის უფრო მბზინავს და გლუვს. შარდოვანა 5% + პანთენოლი იდეალური კომბინაციაა დეჰიდრატაციის პრევენციისთვის და კანში ტენის შენარჩუნებისთვის.
ასევე, გამორჩეული პროდუქტია ულტრა დამატენიანებელი, აღმდგენი საცხი UREA 20%, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას, არბილებს გაუხეშებულ კანს, განსაკუთრებით პრობლემურ ადგილებში როგორიცაა- იდაყვები, მუხლები, ქუსლები. შარდოვანას მაღალი შემცველობის გამო პროდუქტი აცილებს მკვდარ უჯრედებს. კანი ხდება ელასტიკური და რბილი.
„ინსტიტუტო ესპანიოლის“ თითოეული პროდუქტი არის ვეგანური და არ იტესტება ცხოველებზე, არ შეიცავს მავნე ქიმიურ ინგრედიენტებს. პროდუქციის ნაწილი კი გამოიყენება ცელიაკიათი (გლუტენის აუტანლობა) დაავადებული ადამიანებისთვის.
R