ნანა ტომარაძე,რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სმართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, აღნიშნული პირის სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს ამის შესახებ არ შეუტყობინებია.
- ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს. განაგრძეთ კითხვა