საახალწლოდ თბილისის მერია სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვეტერანებსა და უსინათლოებს სასურსათო კალათას გადასცემს. როგორც მერიაში გვითხრეს, რესურსის არსებობის შემთხვევაში, სასურსათო კალათა შეიძლება სოციალურად დაუცველ სხვა ადამიანებსაც გადაეცეთ.
ამისათვის მოქალაქემ წერილობით წინასწარ იმ რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს, სადაც რეგისტრირებულია.
საახალწლო ნობათი 20-25 დეკემბრის პერიოდში გაიცემა.
კალათაში ქათამი, ნაღების კარაქი, წიწიბურა, ბრინჯი, ვერმიშელი, ჩაი, ღვინო, მცენარეული ზეთი, შესქელებული რძე, შაქარი, კანფეტი, შოკოლადი, მაიონეზი, ლობიო, ფქვილი, მდნარი ყველი, კვერცხი, ბარდა, თაფლი, ხრაშუნა ვაფლის ტორტი და შოკოლადის კარაქი იქნება.
თამარ იაკობაშვილი