წუხელ, 3 დეკემბერს, სენაკში, ნაროუშვილის ქუჩაზე უმძიმესი დანაშაული მოხდა - ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა.
49 წლის გოჩა ბარამიამ ეჭვიანობის ნიადაგზე გულმკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, 46 წლის ქეთინო ძაძუას, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გოჩა ბარამია განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.