ექიმი, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა აქციაზე დაშავებული კოლეგის, ექიმ ტრავმატოლოგ ვატო გვაზავას შესახებ წერს:
"ვითხოვ სმენას, გაგონებას, უპირობო სოლიდარობას და შეუვალ ბრძოლას!
ეს არის ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ვატო გვაზავა. მაგარი ტრავმატოლოგი და უმაგრესი ადამიანი. მის ისტორიას მოვყვები და რა ვიცი აბა, დანარჩენს თავად მიხვდებით.
გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა. აქვე ყურადღებით - ექიმია, რას შვრებითო, როცა დაიყვირა მისმა მეგობარმა, შეფ, რა ვქნათო, გასძახეს უფროსს ცოფიანმა ძაღლებმა და მაგ შეფის ჩართულობით ასჯერ მეტად ცემეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ექიმი იყო.
ცემის დინამიკა ასეთი იყო. რობოკოპებიანი ერთი მარშუტკა, გონების დაკარგვა. მეორე მარშუტკა. ისევ გონების დაკარგვა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ვატო ჯანზეა და გონების დაკარგვინება არაა მარტივი ამბავი.
კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი - მოპარეს ჯვარი (!!!), მობილური და მანქანის გასაღები.
რა შეფასება უნდა გავუკეთოთ ამ ამბავს? მხოლოდ ერთი - ცოფიანი ძაღლები სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ ძალაუფლებას, თორემ უსაფრთხოდ ის ქოცებიც ვერ იგრძნობთ თავს, რომლებიც ახლა იმედიანად ხართ. ჩვენზე ლაპარაკიც აღარაა.
სალომე ზურაბიშვილს - მე არ მაქვს რესურსი, ხმა მივაწვდინო საერთაშორისო საზოგადოებას. თქვენ გაქვთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ექიმისთვის ადამიანის დახმარებაში ხელის შეშლა, მერე მისი ძარცვა და ცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინციდენტი".