"ჩემს 4 წლის გოგონას მოღუნული ფეხები აქვს. გვეგონა, თავისით გაუსწორდებოდა, მაგრამ ახლა ვნერვიულობთ. ხომ წარმოგიდგენიათ, გოგონასთვის რა რთული იქნება ამ პრობლემასთან შეგუება" - ეს კითხვა ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს ეკუთვნის. მართლაც შესაძლებელია თუ არა ფეხების ფორმის თავისით გამოსწორება და რა ასაკამდე?
კიდურების დეფორმაცია ბავშვებში შეიძლება ჩვილობიდან ან პირველი თვეებიდან განვითარდეს, მაგრამ ტრავმატოლოგები და ორთოპედები 5-7 წლამდე არ ჩქარობენ დიაგნოზის დასმას, სანამ ზრდის გარკვეული პერიოდი და ფორმირება არ დასრულდება.
ხშირად, დისპლაზია (ქსოვილებისა და ორგანოების არასწორი განვითარება, მათი წარმოშობის დროისა და მიზეზის მიუხედავად) იწვევს გამრუდებას. შესაძლებელია თუ არა დისპლაზიის შედეგად განვითარებული ფეხის დეფორმაციების განკურნება? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკში დაისვა დიაგნოზი და დაიწყო მკურნალობა - რაც უფრო ადრე, მით უკეთესი.
ხშირად ბავშვის კეხიანი ფეხები არის რაქიტის შედეგი. პათოლოგია საკმაოდ წარმატებით იკურნება, დეფორმაციები გამოსწორებადია.
ორთოპედ-ტრავმატოლოგების პრაქტიკაში ხშირია კითხვა: რატომ აქვს ბავშვს არათანაბარი ფეხები, ეს მემკვიდრეობითია თუ ჩონჩხის მახასიათებლებითაა გამოწვეული? მშობლები შეშფოთებულნი არიან, რომ ბავშვი გამართულად ვერ ივლის, ან ვიზუალური "დეფექტი" ექნება.
პასუხი ასეთია: მემკვიდრეობა და ჩონჩხის თავისებურებები, ზოგადად, ერთი და იგივეა. თუ ბავშვს არ აწუხებს სისტემური დაავადებები, კარგად იკვებება, ნორმალურ გარემოში ცხოვრობს, მის განვითარებას გენეტიკა განსაზღვრავს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სამი სახის დეფორმაცია მათი წარმოშობის მიხედვით:
თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რომელი მათგანი აქვს თქვენს შვილს გამოკვლევის, ჩივილების შეგროვების, სამედიცინო ისტორიისა და მთელი რიგი კვლევების შემდეგ.
თუ ეს არის მემკვიდრეობითი (გენეტიკური) ფაქტორები, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სხეულის ფიზიოლოგიური წყობის ნიშნები ან დაავადების პროგრესირება უმეტეს შემთხვევაში, არსებობს ასეთი დადებითი გამოცდილება.
იცავს თუ არა გამრუსებისგან ჩვილების მჭიდროდ გადახვევა?
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს, არის თუ არა შესაძლებელი ფეხების ფორმის შეცვლა? მაგალითად, ითვლება, რომ თუ ბავშვს მჭიდროდ ახვევენ, სწორი ფეხები ექნება.
"მჭიდრო გადახვევაში" ბავშვის ხელებისა და ფეხების შეკოჭვა იგულისხმება. რა თქმა უნდა, ეს არ ასტიმულირებს, მაგრამ ანელებს ძირითადი მოძრაობების განვითარებას. მჭიდრო გადახვევის შედეგად სითბოს გამომუშავება უარესდება, რაც თავის მხრივ, აუარესებს სხეულის თბოიზოლაციას და დიდ გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე და შეიძლება გამოიწვიოს დისპლაზიის პროგრესირება და, შედეგად თვალხილული დეფექტიც.
ექიმები ფიზიოლოგიურად გამართლებულად თვილიან ბავშვისთვის თავისუფალ გადახვევას ან ტანსაცმელს, რომელიც არ ზღუდავს მოძრაობებს.