მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ბოლო წლებში ტელეკომპანია "იმედში" მუშაობდა. მიჰყავდა გადაცემები "ვინ ვინ არის" და "ჩვენი ოჯახი". ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რუსკამ გადაწყვიტა, "იმედი" დატოვოს:
“ვტოვებ ტელეკომპანია “იმედს”. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!
ერთი მინდა იცოდეთ. იმედში ძალიან ბევრი გადასარევი ადამიანი მუშაობს. საოცარი გუნდი ვიყავით, გასაგიჟებელი! მაკა ლომიძე ცალკე სხვა თემაა. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ყველას თავისი სიმართლე აქვს, თუმცა როცა სხვისი სიმართლის არ გჯერა, უნდა გაეცალო!”