ბოლო დროს უცხოურ მედიაში აქტიურად გავრცელდა ხმები, რომ 40 წლის პრინც ჰარის და მისი მეუღლის, 43 წლის მეგან მარკლის ურთიერთობა დაშლის პირასაა. სავარაუდოდ, ამის თქმის საფუძველი მეუღლეების საჯარო სივრცეებში ხშირად ცალ-ცალკე გამოჩენა გახდა. სასექსის ჰერცოგმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უარყო უარყო ეს ხმები და აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის და მეგანი მსგავს განცხადებებს ეცნობიან - წერს Page Six.
„ამ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, მე და მეგანი 10-12-ჯერ დავშორდით და 10-12-ჯერ გადავსახლდით. ამ ამბებს აღარ ვადევნებთ თვალს და უბრალოდ, უგულებელვყოფთ მას. ამ დროს ყველაზე მეტად ტროლებზე ვწუხვარ. ამ ყველაფრის დიდი იმედი აქვთ და მერე ეს იმედები უცრუვდებათ ხოლმე. ეს ნამდვილად სირცხვილია“, - თქვა პრინცმა ნიუ-იორკში გამართულ Deal Book-ის სამიტზე.
ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ ის უკვე მიჩვეულია საკუთარ ოჯახზე ჭორაობას და ამას მშვიდად იღებს. თუმცა, ადრე კი ძალიან ღელავდა ამაზე,
„მე მინახავს ჩემზე დაწერილი ისტორიები, რომლებიც რეალობას არ ეფუძნებოდა. მინახავს ისტორიები ჩემს ოჯახზე, მეგობრებზე, უცნობებზე, ყველანაირ ადამიანზე... როცა ასეთ გარემოში იზრდები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ ინფორმაციის სისწორეს, რას ფიქრობენ სხვები და რამდენად საშიშია ეს. დროთა განმავლობაში. როცა რაღაცნაირად ჩაკეტილი ხარ ამ ბუშტში, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს გამოსავალი არ არის. ის, რაც დედაჩემს დაემართა და ის, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და თავს უმწეოდ ვგრძნობდი, დიდ შინაგან შფოთვას იწვევს“, - თქვა პრინცესა დიანას ვაჟმა.
შეგახსენებთ, რომ ჰარი და მეგანი 2018 წელს დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი წყვილმა სამეფო მოვალეობაზე უარი თქვა და დიდი ბრიტანეთი დატოვა. წყვილი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და, როგორც ჩანს, არ აპირებენ პრინცის სამშობლოში დაბრუნებას, სადაც, როგორც გაირკვა, მარკლი არ მიიღეს.
„2019 წელს მთელს მსოფლიოში ტროლინგის მთავარი სამიზნე გავხდი. მაშინაც კი, როცა დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და საზოგადოებაში თითქმის არ ვჩნდებოდი, უბრალოდ ნეგატივის ქარცეცხლში ვიყავი. ამისგან გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“, - იხსენებს მარკლი.
ახლა ჰარის და მეგანს ორი შვილი ჰყავთ: სასექსის 5 წლის პრინცი არჩი და სასექსის 3 წლის პრინცესა ლილიბეტი.