შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, რომელსაც შალვა რამიშვილთან ქორწინებისას სამი ვაჟი შეეძინა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ხშირად წერს. თეა მისი შვილების გვერდითაა, რომლებიც ყოველდღე აქციებზე დგანან და ერთ-ერთმა ვაჟმა ღია წერილითაც მიმართა მამას, რაზეც ასევე საჯარო პასუხი მიიღო.
სწორედ ამ წერილს აქვეყნებს თეა აბაშმაძე შემდეგი ტექსტით:
"შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად.
ის კი, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს.
თან, სხვა მისნაირებს აგულიანებს, უნდა გავუძლოთ შვილების ამბოხსო, იმ შვილების, რომელთაც მომავალს ვუსპობთო.
ეს ჩემი შვილის საპასუხო წერილია, მის აღვირახსნილ უტიფრობაზე".