უკვე კვირაზე მეტია საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ასევე გუშინ გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი სახეები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, "ინფლუენსერები" სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთ თემას ეხებიან - პროტესტი თბილისში, ვითარება აქციაზე.
გუშინ მსახიობები და რეჟისორები რუსთაველის თეატრთან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და რექტორისგან მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს. განაგრძეთ კითხვა