წუხელ მორიგი რთული ღამე იყო. მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმელებმა დაშალეს, ათეულობით ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა გოგონა, რომლის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა - თუ როგორ იდგა სპეცრაზმელების წინ გაშლილი ხელებით. ეს გოგონა, მოდელი და "პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილე დეა გაზდელიანი აღმოჩნდა.