ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე, ალბათ, ბევრი ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ყველა ცდილობს, განწყობა შეიქმნას და 2025 წელს უკეთესი მომავლის იმედით შეხვდეს.
არსებობს ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღეები, როდესაც ნაძვის ხის მორთვა კარგი არჩევანი იქნება, თუ გვინდა, რომ 2025 წელს იღბალი და კეთილდღეობა მოვიზიდოთ:
17 დეკემბერი ნაძვის ხის მოსართავად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დღედ ითვლება. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ბარბარობას აღნიშნავს თუ 17 დეკემბერს ნაძვის ხის მორთვას გადაწყვეტთ, 2025 წლის განმავლობაში სახლში კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და წარმატების მოზიდვას შეძლებთ.
22 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. აღნიშნულ თარიღში ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება. ითვლება, რომ მზებუდობა განახლების, სიცოცხლის სიმბოლოა. ამ დღეს მორთული ნაძვის ხე სახლს უარყოფითი ენერგიისაგან დაიცავს და სირთულეებს თავიდან აგარიდებთ.
თუ გსურთ, 2025 წელს ფინანსურ სტაბილურობასა და წარმატებას მიაღწიოთ, მაშინ ნაძვის ხის მორთვა 24 დეკემბრისთვის დაგეგმეთ. ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ მომდევნო წელს ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოთ და წარმატება ნახოთ იმ საქმეში, რომელსაც აკეთებთ.
თუ ნაძვის ხეს 25 დეკემბერს მორთავთ, 2025 წლის განმავლობაში სიუხვე და ბარაქა არ მოგაკლდებათ. 25 დეკემბერი 2025-ის რიცხვთა კომბინაციის იმეორებს და ამიტომაც, როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ეს ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა.
28 დეკემბერი საახალწლო აურზაურის ერთგვარი ფინალია. ითვლება, რომ ამ დღეს ნაძვის ხის დადგმა სახლს ბედნიერებითა და დადებითი ენერგიით ავსებს.