ბალიშის პირები ზოგჯერ ათასჯერ მეტ ბაქტერიას შეიცავენ, ვიდრე საპირფარეშოს უნიტაზი. მოგეხსენებათ, სახეზე ეპიდერმული უჯრედები ყოველ ღამე ახლდება. ეს ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ბალიშებზე რჩება. . გამოკითხვების მიხედვით, საშუალოდ ადამიანი ბალიშის პირებს 2-3 კვირაში ერთხელ იცვლის, დერმატოლოგები კი ამის გაკეთებას კვირაში ორჯერ მაინც გირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს სახეზე შეიძლება განვითარდეს ალერგია, აკნე, კანის ინფექცია ან ანთება. ერთ-ერთი ბაქტერია, რომელიც ნაპოვნია ბალიშის პირებზე, არის Staphylococcus aureus. ეს იწვევს კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებს, მათ შორის ფურუნკულებს.
ექიმები გირჩევენ კვირაში ერთხელ მაინც შეცვალოთ თეთრეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ის დაავადებებია, რომლებიც შეიძლება დიდი ხნით გამოუცვლელმა თეთრეულმა გამოიწვიოს.
როგორ შეიძლება პნევმონია თეთრეულს უკავშირდებოდეს? მაგრამ ჟურნალ Science direct-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფილტვების დაავადება გამოწვეულია სტაფილოკოკური ბაქტერიით, რომელიც უსუფთაო საწოლზე ბინადრობს. მიტომ, მხოლოდ რეგულარულ რეცხვას შეუძლია საწოლის გასუფთავება ნებისმიერი ბაქტერიისგან. რა თქმა უნდა, ამით ავად გახდომის ალბათობა მცირეა, თუმცა, არსებობს ამის დადასტურებული შემთხვევები.
როგორც წესი, ასთმა არის დაავადება, რომელიც ბავშვობაში ვითარდება, მაგრამ შეიძლება მოზრდილებსაც დაემართოთ. ერთ-ერთი მიზეზი ირგვლივ მუდმივად მტვრის არსებობაა, მათ შორის მტვრის ტკიპები, რომლებიც საწოლში მრავლდებიან, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში არ არის გამოცვლილი. ასთმის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის ბინძური საწოლი მხოლოდ აუარესებს სიტუაციას.
მუწუკები და შავი წერტილები ყველაზე ხშირად ჩნდება სახეზე, მაგრამ ასევე შეიძლება გამოჩნდეს ზურგზე და მკერდზე. უფრო მეტიც, ეს სულაც არ არის პრობლემა მხოლოდ თინეიჯერებისთვის; ჭუჭყიანმა ზეწრებმა და ბალიშის პირებმა შეიძლება გააუარესოს კანის მდგომარეობა და გამონაყარი გამოიწვიოს. მიზეზი არის მტვრის ტკიპები, რომლებიც საწოლზე ცხოვრობენ. ტკიპები მოძრაობენ კანქვეშ, რაც იწვევს გაღიზიანებას და ანთებას. მათი მკურნალობა ხანგრძლივი და ძვირად ღირებულია ამიტომ, თუ უკვე გაქვთ კანის პრობლემები, ბალიშის პირსახოცები 2-3 დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოთ, ხოლო ზეწრები კვირაში ერთხელ მაინც.
„ჩვენ ვკარგავთ კანის თითქმის მილიონ მკვდარ უჯრედს დღეში“, - ამბობს დოქტორი საბრინა ფელსონი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან. - ბევრი მათგანი ძილის დროს ან უბრალოდ საწოლში წოლისას იშლება. ეს იდეალური საკვებია მტვრის ტკიპებისთვის, რომლებმაც შეიძლება ალერგია ან ეგზემა, ფურუნკული, სიწითლე და კანის სხვა ანთებები გამოიწვიოს, რომელთა მკურნალობა ძალიან ხანგრძლივი და ძვირია.