2024 წელს სასამართლომ მანიაკის - გერი რიჯუეის საქმე საბოლოოდ დახურა. პოლიციამ 21 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის დეტალების გაარკვია და დადგინდა, რომ 16 წლის დაკარგული გოგონა, ტემი ლაიზი სწორედ მანიაკს ჩაუვარდა ხელში. მრავალი წლის განმავლობაში ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცოდა.
2003 წელს გერი რიჯუეიმ დანაშაული აღიარა და პოლიციელებს აჩვენა ის ადგილი, სადაც ქალების გვამებს ათავსებდა. მან მათი სახელები და გვარები, როგორც წესი, არ იცოდა. თუმცა თქვა, რომ, ჯამში, 49 ქალი მოკლა. შემდეგ, როცა დააპატიმრეს, ციხეში აცხადებდა, რომ მსხვერპლთა რეალური რიცხვი 70-მდე იყო.
გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მანიაკმა 1980-იან წლებში განსაკუთრებული სისასტიკით არაერთი ქალი მოკლა. კვალის დამალვის მიზნით, მათი სხეულები დაანაწევრა და სხვადასხვა ადგილზე დამალა...
გერი რიჯუეის საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. დედას მენტალური პრობლემები ჰქონდა და სურდა, ყველაფერი გაეკონტროლებინა. 13 წლამდე ბიჭს თავად აბანავებდა და თავისუფლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ აძლევდა. მამა ავტობუსის მძღოლი იყო. როდესაც გერის დედა სახლში არ იყო, კაცს მეძავები მიჰყავდა და მათთან ინტიმურ კავშირს ამყარებდა ისე, რომ ვაჟებიც სახლში იყვნენ.
ამ ფაქტებმა გერის სამუდამო დაღი დაასვა. ამავდროულად, ბიჭს დისლექსია აწუხებდა და სკოლაში მუდმივად დასცინოდნენ. 16 წლის იყო, როდესაც რამდენიმე სკოლელი დაჭრა. თუმცა, ინციდენტი ისე მოგვარდა, რომ მოზარდი არ დაუკავებიათ.
მალევე ბიჭმა მამასთან მისულ მეძავებთან ურთიერთობა დაიწყო.
20 წლის ასაკში თავის კლასელ კლაუდია გრეგზე დაქორწინდა, სამხედრო სამსახურის კონტრაქტს ხელი მოაწერა და ვიეტნამში საბრძოლველად წავიდა. იქ ღამეებს ადგილობრივ მეძავებთან ატარებდა. ერთ-ერთი ურთიერთობის დროს ვენერიული დაავადებით დაავადდა და ეს კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა, რომ მეძავები სამუდამოდ შესძულებოდა...
ვიეტნამში ყოფნამ რიჯუეის ცხოვრება და ცნობიერება მთლიანად შეცვალა. რელიგიური გახდა და დაბრუნების შემდეგ კათოლიკურ ეკლესიაში მსახურება დაიწყო. მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს მოუწოდებდა, რომ ღმერთი ეწამათ, ბიბლიიდან სხვადასხვა თავს კითხულობდა, მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა. ხალხს მის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებოდა.
თუმცა, ცოლი ხვდებოდა, რომ რიჯუეის ცხოვრებაში რაღაც უცნაური ხდებოდა. მალევე მამაკაცი საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა და ცოლს ინტიმურ კავშირს დღეში 3-4-ჯერ სთხოვდა. კლაუდია ამ ყველაფრით ძალიან დაიღალა. პარალელურად, გერის დედა მათ ცხოვრებაში მუდმივად ერეოდა და ყველაფერს აკონტროლებდა, ხარჯებსაც კი. საბოლოოდ კლაუდიამ ისიც შეიტყო, რომ მისი ქმარი მეძავებთან დადიოდა და ამიტომ, განქორწინება მოითხოვა და შვილიც თან წაიყვანა.
განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ შეუდგა რიჯუეი დანაშაულებრივ გზას... ვაშინგტონში გზიდან მეძავები აჰყავდა. მოგვიანებით ქალების ცხედრები სხვადასხვა ადგილზე იპოვეს.
როგორც წესი, მეძავებს კაცი ფულს სთავაზობდა, მანქანაში სვამდა და შემდეგ ქამრით ან ბიუსტჰალტერით ახრჩობდა. 1982-1984 წლებში კაცმა 49 მეძავი მოკლა. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 14 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 38 წლის.
„მე მათ ვახრჩობდი. ძალიან კარგად მოვიქეცი.“ - თქვა მანიაკმა სასამართლოზე.
კრიმინალის კვალს კარგა ხანს ვერ პოულობდნენ. შემდეგ კიდევ ერთმა სერიულმა მკვლელმა გამომძიებლებს უთხრა, რომ შესაძლოა, გერი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლი ქალების სხეულის ნაწილები დატოვა, დაბრუნებულიყო და ნეკროფილიისათვის მიემართა. თუმცა, არც ამან გაამართლა. მოგვიანებით, ფსიქიატრებიც კი გაოცებულები იყვნენ, როგორ მალავდა კაცი ამდენი ხნის განმავლობაში დანაშაულებს ისე, რომ ვერავინ ხვდებოდა.
10 წლის შემდეგ, როდესაც რიჯუეიმ კიდევ ერთი ქალი იმსხვერპლა, პოლიცია მის კვალზე საბოლოოდ გავიდა. თითის ანაბეჭდები, ბიომასალა, სპერმის კვალი, თვითმხილველების ჩვენებები - სამართალდამცავებს 17 წელი დასჭირდათ, რომ მანიაკი დაეკავებინათ...
რიჯუეი 1988 წელს მესამედ დაქორწინდა. 1986 წლიდან 1998 წლამდე გზატკეცილზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა და ოთხივე შემთხვევაში, სხეულით მოვაჭრეები ნაცადი ხერხით გაგუდა.
როდესაც მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ყველა შოკში იყო, რადგანაც ახლობლები მას ძალიან მორწმუნე ადამიანად თვლიდნენ. 2002 წელს მესამე ცოლმაც განქორწინება მოითხოვა. 2003 წელს კი კაცმა დანაშაულების შესახებ აღიარა და თქვა, რომ 48 ქალი მოკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცმა 16 წლის გოგონაც მოკლა.
გერი რიჯუეის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ისე, რომ ვადაზე ადრე ვერასდროს გათავისუფლდება. მისი საქმე 2024 წელს საბოლოოდ დაიხურა. დადგინდა, რომ 21 წლის წინ აღმოჩენილი ნაშთები 16 წლის გოგონას ტემი ლაიზს ეკუთვნოდა, რომლის სახელიც მამაკაცს არ ახსოვდა.