რიცხვი "13" მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში უარყოფითად აღიქმება და ის წარუმატებლობასთან და უიღბლობასთან ასოცირდება. თარიღთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა არსებობს. ხოლო, განწყობა კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც 13 რიცხვი პარასკევ დღეს ემთხვევა. შუა საუკუნეებში სიკვდილით დასჯა პარასკევს ხდებოდა. ასევე, კვირის ამ დღეს იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. მე-18 საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა გემი "პარასკევი 13" გაუშვეს, რომელიც შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა. ამავე დღეს, 13 რიცხვში მსოფლიოში არაერთი უარყოფითი მოვლენა მოხდა.
ამიტომაც, იმ თვის პარასკევი, რომელიც 13 რიცხვს ემთხვევა, საკმაოდ უარყოფით დღედ აღიქმება და ბევრ ადამიანს ამ დღის უარყოფითი ენერგიის გამო ეშინია. ამიტომაც, არსებობს სია, რომელიც შეგვიძლია, გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ დღეს სირთულეები თავიდან ავირიდოთ:
უმჯობესია, ამ დღეს შორ მანძილზე გადაადგილება არ დაგეგმოთ და ამავდროულად, არ დაჯდეთ საჭესთან ან ძალიან ფრთხილად მართოთ მანქანა. გზებზე გართულებებისა და ავარიების რისკი იზრდება.
ითვლება, რომ ამ დღეს ხმაურიანი წვეულებების მოწყობა სარისკოა და შესაძლოა, დადებითი ემოცია უარყოფით ენერგიად გადაიქცეს. ამიტომაც, შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.
ამ დღეს მცენარეების დარგვა, გადარგვა ცუდი არჩევანია. ითვლება, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და შესაძლოა, მცენარემ ან ვერ გაიხაროს ან ისეთი ფორმის ვერ მიიღოთ, როგორიც გინდოდათ.
თუ შესაძლებელია, ამ დღეს ახალი პროექტებისა და საქმეების წამოწყებაზე უარი თქვით და მომდევნო დღეებისათვის გადადეთ. გარიგებები, ხელშეკრულებები სარისკოა და შესაძლოა, თქვენთვის არასასიამოვნო და არასასურველი შედეგები მიიღოთ.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ დღეს ფული უარყოფით ენერგიას ატარებს. ამიტომაც, ნუ ისესხებთ და ნურც გაასესხებთ თანხას. ასევე, დიდი ფინანსური ოპერაციების განხორციელებაც არ ღირს. შესაძლოა, ფინანსური წარუმატებლობა შეგხვდეთ.
პარასკევს, 13-ში, "ბუმერანგის კანონი" განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომაც, ყველა ცუდი სიტყვა, სურვილი, განზრახვა, ნეგატიური ემოცია უკან დაგიბრუნდებათ.
ხშირად მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს ჩვენს ოცნებებზე ვუყვებით და სამომავლო გეგმებს განვიხილავთ. თუმცა, ჯობს, ეს ამ დღეს არ გავაკეთოთ. ითვლება, რომ ამ გზით შესაძლოა, თქვენი ოცნებების ასრულებას ხელი შეუშალოთ და ის ნეგატიური ენერგიით დატვირთოთ.