მიმდინარე დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება და ტემპერატურა კვლავ დაიკლებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა:
"დღეს და ხვალ ნალექი გაგრძელდება. თბილისში დღის მეორე ნახევრიდან გათოვდება. 15-ში ნალექი შეწყდება, თუმცა ტემპერატურა დაბალი იქნება. ღამის საათებში თბილისში 15 დეკემბერს ტემპერატურა -5, -6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
15 დეკემბერს დღის საათებში, დასავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი, აღმოსავლეთში -2,+3 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში კი +3 გრადუსი.
16 დეკემბერს ღამით უნალექო ამინდი იქნება. თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან ნალექი კვლავ განახლდება. 20 დეკემბრამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. თუმცა, თბილისში 15, 16, 17 დეკემბერს უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 18-ში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
თბილისში 15-16 დეკემბერს ღამის ტემპერატურა უარყოფითი იქნება. 17-სა და 18-ში 0,+2 გრადუსის ფარგლებში, 19 დეკემბერს ისევ დაიკლებს. 16, 17, 18 დეკემბერს დღის ტემპერატურა +5 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 19-ში კიდევ დაიკლებს და +3 გრადუსამდე იქნება.
მიმდინარე დღეებში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 15 დეკემბრის ღამეს დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, +1 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16-ში ტემპერატურა ცოტა მოიმატებს და -1, +4 გრადუსის ფარგლებში იქნება. 17-დან 20-ის ჩათვლით ღამის საათებში 0, +5 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევო. დღის ტემპერატურა, დაახლოებით, +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის საათებში, 15-16 დეკემბერს -7, -2, ზოგან -12, -13 გრადუსამდეა მოსალოდნელი. -12, -13 გრადუსი, ძირითადად, შიდა ქართლში, გორში, ხაშურში, მუხრანის ტერიტორიაზე. 17 დეკემბრიდან ტემპერატურა ცოტა მოიმატებს. დაახლოებით, -5, 0 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19-20-ში ისევ დაიკლებს და ღამის საათებში ტემპერატურა -7, -2 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი." - გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.
თამარ იაკობაშვილი