ისაკს სამი შვილი დარჩა.
მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, 72 წლის ისაკ ანდიკი ტრაგიკულად დაიღუპა კატალონიის ცნობილ მთაზე, მონსერატზე ჰაიკინგის დროს. ისაკი 150 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა ოჯახის თვალინ და ადგილზე მისულმა სამაშველო თვითმფრინავმა და სასწრაფო დახმარებამ ვეღარაფერი ქნეს - ბიზნესმენს გული გაუჩერდა.
"ისაკი ყველასთვის მაგალითი იყო. მან მთელი ცხოვრება Mango-ს მიუძღვნა და განუზომელი კვალი დატოვა თავისი სტრატეგიული ხედვით, ლიდერობით და ფასეულობებისადმი ერთგულებით. მისი წასვლა ძალიან დიდ სიცარიელეს დატოვებს, პირველ რიგში, ადამიანურს..." - წერია ესპანური ბრენდის ოფიციალურ განცხადებაში.
ისაკ ანდიკის გზა განიხილება ხოლმე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის ბიზნესში. თურქეთში დაბადებული და ესპანეთში ემიგრირებული ისაკი ხშირად დადიოდა მშობლიურ თურქეთში. 70-იანების შუალედში, თურქეთში მორიგი დასვენების დროს რამდენიმე პერანგი იყიდა, რომლებიც მოეწონა და მერე მეგობრებს მიჰყიდა. მერე ისევ დაბრუნდა თურქეთში და ისევ წამოიღო იქიდან ნივთები, რომლებიც წარმატებით გაყიდა. ეს იყო პირველი ნაბიჯები მომავალი მას-მარკეტ იმპერიის დაარსებისკენ.
1984 წელს Mango-ს პირველი მაღაზია გახსნა და მალე ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. მისი ქონება 4,5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
ისაკს სამი შვილი დარჩა.