ირაკლი ნოზაძეს, იგივე პიკასოს და მის მეუღლეს, ფსიქოლოგ და ინფლუენსერ ია დუდაშვილს ორი თვის წინ შეეძინათ მესამე შვილი. პატარა გოგონას სიდონია დაარქვეს.
"დაიბადა სიდონია ნოზაძე! ძააალიან სუქანა და დახატული ქალი. მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის და მადლობა ყველას, ასე რომ გიყვარვართ!" - დაწერა მაშინ მომღერალმა.
სიდონია უკვე ორი თვისაა და პირველ ოფიციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც მამისგან პირველი სერიოზული საჩუქარიც მიიღო - ოქროს ბეჭედი.
ირაკლის და იას ჰყავთ უფროსი ქალიშვილი, 8 წლის ნიაკო, რომელიც პატარა მოდელია და ტანსაცმლის ბრენდებთან თანაშმრომლობს, და ვაჟი - დანიელი.
მესამე შვილს რომ ელოდებოდა იამ ირაკლი ნოზაძეს მისსავე დაბადების დღეზე სიურპრიზად შეატყობინა. შემდეგ კი გიორგი გაბუნიას გადაცემაში იყო ოჯახი სტუმრად და სქესის გაგების ცერემონია პირდაპირ ჩაწერის დროს მოაწყვეს. მაშინ გაირკვა, რომ ირაკლი და ია კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდებოდნენ.
პიკასო ოთხი შვილის მამაა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი ვაჟი, ლუკა.