ქართველ ტელეწამყვანებს შორის მაკა ცინცაძე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანად მიიჩნევა. რადიო "უცნობისა" და "მაესტროს" შემდეგ ის გარკვეულ ხანს GDS-ზე მუშაობდა, ბოლო წლებში კი საზოგადოებრივ მაუწყებელზეა სხვადასხვა გადაცემის წამყვანად.
ტელეწამყვანი არ გამოირჩევა ხმაურიანი პირადი ცხოვრებით და არც სკანდალები უკავშირდება მის სახელს. რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს ნოდარ ღამბაშიძეს, 8-წლიანი ქორწინების შემდეგ და ამის შესახებ მაშინ გულახდილადაც ისაუბრა:
"სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა.მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო.რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავსკესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც".
ქმართან განქორწინების შემდეგ მაკა არ დაქორწინებულა და მარტო ზრდის ქალიშვილს.