სულ მალე დადგება ახალი წელი.აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველი იქნება. სადღესასწაულო სუფრისთვის, როგორც წესი, ადამიანები წინასწარ ემზადებიან, ცდილობენ განწყობა შეიქმნან და ოჯახის წევრებს მრავალფეროვანი კერძებიც შესთავაზონ. იმისათვის, რომ წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და სახლში წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დეტალი გავითვალისწინოთ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო სიბრძნესთან, სიფრთხილესთან, გამჭრიახობასთან ასოცირდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას არა მხოლოდ მდიდრული, არამედ ჰარმონიული სუფრა მოსწონს. ახალ წელთან შესახვედრად ჯობს, აქცენტი ახალ, ნატურალურ კერძებზე, ბოსტნეულსა და დელიკატურ არომატზე გააკეთოთ. 2025 წლის მთავარი სიმბოლო უპირატესობას სიახლეს და ამავდროულად, ბუნებრიობას ანიჭებს. ამიტომაც, ჯობს სადღესასწაულო სუფრისთვის ნაკლებად მოამზადოთ ისეთი კერძები, რომლებსაც დიდი რაოდენობით ხელოვნურ დანამატებს გაუკეთებთ. ასევე, უარი თქვით, მზა და გადამუშავებულ პროდუქტებზე. ეცადეთ, ყველა კერძი თუ გასაფორმებელი დეტალი საკუთარი ხელით დაამზადოთ. გველი შრომისმოყვარეობასა და მცდელობას განსაკუთრებით აფასებს. სადღესასწაულო სუფრაზე რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი განათავსეთ. გველს ხორციც უყვარს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრინველის - ქათმის, ინდაურის, იხვის ხორცს. კარგი ვარიანტია ღუმელში გამომცხვარი კურდღელი.
რაც შეეხება დესერტებს, ჯობს, დესერტების მომზადებისას ან არჩევისას უპირატესობა კენკრის გამოყენებას მივაქციოთ და სადღესასწაულო მენიუში სხვადასხვა ფორმით ჩავრთოთ. კიდევ ერთი დეტალი - მნიშვნელოვანია, სუფრაზე ბევრი სხვადასხვა კერძი და მრავალფეროვანი საკვები განვათავსოთ, მაგრამ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კერძები ნაწილ-ნაწილ, სტუმრებს ინდივიდუალურადაც მივართვათ. გველი ასტროლოგიაში ძალიან მზრუნველი და ბრძენი ნიშანია, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კარგად გრძნობდეს თავს. გარდა ამისა, აირჩიეთ მსუბუქი სასმელები, მოამზადეთ კოქტეილები და ოჯახის წევრებთან ან სტუმრებთან ერთად მიირთვით.
გთავაზობთ იდეებს, როგორ მოამზადოთ სალათი "გველი", გველის წლის პატივსაცემად. შიგთავსი ნებისმიერი შეიძლება იყოს, ოლივიედან დაწყებული, ქათმის სალათით, მხალით და სხვა სალათეულობით დამთავრებული, ზემოდან კი გააფორმოთ ასე და დაამსგავსოთ გველს.
ასევე გთავაზობთ სუფრის გაფორმების და საახალწლო კერძების რამდენიმე იდეას: