"მახარას" გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავებია, რა გიმტკიცოთ? რომ "იმედზე" ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის", -ეს სტატუსი მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ სოციალურ ქსელში 8 დეკემბერს დაწერა. თუმცა იქამდე იყო მოწოდებები, როგორც „იმედის“ ერთ-ერთ სახეს, დაეგმო რუსთაველზე მომხდარი და წამოსულიყო ტელევიზიიდან.
სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს გავიდა ასე ჰქვია - "ბულინგი "იმედის" თანამშრომლებზე, ოჯახზე და ევროპულ მომავალზე". იმედის წამყვანები, ნანა შონია, ნანუკა გულუა, გიორგი გასვიანი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში განცდილ ზეწოლაზე საუბრობენ.
ნანუკა გულუა:
- როდესაც ეს სტატუსი დავწერე, ეს არ ყოფილა დაუფიქრებელი და უცებ გაბრაზებულზე დაწერილი. ადამიანი არ უნდა იყო, რომ ეს შენთვის სულერთი იყოს, არ გაღელვებდეს. ასეთი ადამიანები "იმედში" არ მუშაობენ. იმედში ადამიანებს დიახ, სტკივათ, განიცდიან, გულთან ახლოს მიაქვთ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ადამიანების ცემა, ტკივილი, დიახ, იმედის თანამშრომლებისთვისაც ძალიან მტკივნეულია, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ ეს ყველაფერი.
"ინბოქსში", სადაც მოდის მესიჯი, ამოწყდით, შენ უსინდისო, სამარცხვინო, ეს შეტევები იმდენად მტკივნეულია, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ხანდახან ისეთ ემოციებს ვგრძნობდი, თავიდან, ტვინიდან და ზოგადად ორსული ქალი. ურთულესი იყო...