ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ძალიან ბევრ წელს ითვლის. მარადმწვანე ხეები ზამთრის ფესტივალების აღსანიშნავად გამოიყენებოდა და სხვადასხვა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. დღეს ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარშემოც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, ერთმანეთს უცვლიან საჩუქრებს და აღნიშნავენ წლის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულს.
„ბიბლუსის“ და „თიბისის“ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, სრულ საახალწლო კოლექციაზე, მათ შორის ნაძვის ხეებზე და სათამაშოებზე 40%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს. სააქციო პროდუქციაში მომხმარებელს ნაძვის ხეების ფართო ასორტიმენტი დახვდება, რომელიც მრავალფეროვანია როგორც ზომებით, ფერით და დიზაინით, ასევე ღირებულებით. „ბიბლუსის“ ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბრენდის მიერ წარმოებული სტანდარტული მწვანე და დათოვლილი მოდელები, ასევე ნაძვები განათებით და განათების გარეშე.
ნაძვის ხეების ასორტიმენტში მომხმარებელი იხილავს ევროპული ბრენდ ROYAL CHRISTMAS-ის პროდუქციასაც, რომელიც საშობაო ზღაპარს აცოცხლებს სივრცეში. ბრენდის ნაძვის ხეები გამოირჩევა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული სტრუქტურით, ფერითა და ფორმით და იდეალურად გამოიყურება მორთულ მდგომარეობაში. ROYAL CHRISTMAS-ის ნაძვის ხეები იწარმოება უმაღლესი ხარისხის მასალისგან, შედეგად პროდუქცია გამძლეა ცვეთის, კოროზიის, გახუნებისა და დეფორმაციის მიმართ, გარდა ამისა, არის მარტივად გადამუშავებადი, რის გამოც არა მხოლოდ გონივრული, არამედ მდგრადი არჩევანია.
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი“ მომხმარებლებს სთავაზობს ნახევარ-ნაძვებს, რომლებიც კომპაქტური და მოსახერხებელი დიზაინის დამსახურებით, იდეალურია მცირე ზომის სივრცეებისთვის.
ადრეულ პერიოდში ადამიანები საახალწლო ნაძვის ხეს რთავდნენ საკვები პროდუქტებით, როგორიცაა: ჯანჯაფილის ნამცხვრები და ვაშლები. თუმცა დროთა განმავლობაში ტრადიციები შეიცვალა, დაიწყო ნაძვის ხის მოსართავების წარმოება და დღეს უამრავი აქსესუარია, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი ნაძვის ხე იდეალურად ვაქციოთ.
„ბიბლუსის“ და „თიბისის“ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, წარმოდგენილია ნაძვის ხის სათამაშოების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნაძვის ხე მათთვის სასურველი სტილით მორთონ. მათ შორისაა ჯანჯაფილის ნამცხვრების, ლოლოების და ხილის იმიტაცია, რაც ნაძვის ხის მორთვის უძველესი ტრადიციის გაგრძელებაა. სათამაშოები იწარმოება ინოვაციური მასალებისგან – პლასტმასა, მინა, კერამიკა, აკრილი და ქაფი.
კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდების სათამაშოებს, რომლებზეც კამპანიის ფარგლებში, 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი ბრენდის – GMC, თითოეული სათამაშო ხელით მზადდება და უნიკალურია. აღნიშნული პირობა ასევე ეხება ბრენდ Goodwill-ის პროდუქციასაც.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Christmas Inspiration-ის დისნეის კოლექცია, რომელიც ასევე 30%-იანი ფასდაკლებითაა წარმოდგენილი. კოლექცია ყველასათვის საყვარელი გმირების სათამაშოებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ შეთავაზება „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში ვრცელდება, ხოლო ზოგიერთ ყველაზე დიდ ფილიალში სრული საახალწლო კოლექციაა წარმოდგენილი:
თბილისი:
ქუთაისი:
ბათუმი
R