ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ბედნიერება გაგირბით? წარმატება თითქოს ახლოსაა, სულ ცოტა რჩება მიზნამდე, მაგრამ... მიუღწეველი რჩება. ფსიქოლოგების აზრით, ალბათ პრობლემა იმაშია, რომ თავად ქვეცნობიერად უშლით ხელს საკუთარ თავს წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაში.
„არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომლებიც დღითიდღე წამლავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ“, - ამბობს ფსიქოლოგი და ოჯახის კონსულტანტი ჯეფრი ბერნშტეინი. „ეს ქცევა ჩვენთვის უვნებელი და ბუნებრივიც კი გვეჩვენება, მაგრამ ის მშვიდად შთანთქავს ჩვენს ენერგიას, თვითშეფასებას და საკუთარი თავის სიყვარულს. მნიშვნელოვანია ასეთი ჩვევების დროულად ამოცნობა და მათი ჩანაცვლება სასარგებლო ჩვევებით, რაც ხელს შეუწყობს ბედნიერების შეგრძნებას“.
წარმოგიდგენთ 3 "უწყინარ" ჩვევას, რომლებიც სინამდვილეში, ცხოვრებას გინგრევთ:
რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ შედარებებზე, რომლებიც არ არის თქვენთვის მომგებიანი. მაგალითად, თქვენ ათვალიერებთ სოციალურ ქსელებს და კლასელი წარმატებით დაქორწინდა, მეორე სამსახურში დაწინაურდა, მესამე გამდიდრდა, მეოთხე კი ბედნიერად ატარებს შვებულებას. სოციალური ქსელი სავსეა ასეთი "სრულყოფილებებით და გიჩნდებათ კითხვა: "მე რატომ ვარ უარეს დღეში?"
"ეს ჩვევა, რომელსაც ფსიქოლოგები სოციალური შედარებას უწოდებენ, იპარავს სიხარულს. თქვენ ფოკუსირდებით იმაზე, რაც სხვებს აქვთ და თქვენ არ გაქვთ. ამ გზით თქვენ ზრდით თქვენს დაუცველობას, მთლიანად უგულებელყოფთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და მიღწევებს, რომლებიც, ალბათ, არც თუ ისე ცოტაა. როდესაც უყურებთ ფერად ფოტოებს, გავიწყდებათ, რომ ისინი ყოველთვის არ ასახავენ ბოლომდე რეალობას“ - ამბობს ფსიქოლოგი.
რა უნდა გააკეთოთ:
იდეალურ შემთხვევაში, შეზღუდეთ თავი სოციალური ქსელებისგან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება ადვილი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობის ჩამოყალიბება. აწარმოეთ თვითშეფასების დღიური. ყოველდღე დაწერეთ სამი რამ, რითაც ამაყობთ – რაც არ უნდა მცირე იყოს, მათ შორის გემრიელი ტორტის ჭამაზე უარის თქმა. როდესაც კვლავ გაგიჩნდებათ შედარების სურვილი, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენც ბევრს მიაღწიეთ. ეს დაგეხმარებათ შედარებიდან თვითაღიარებაზე გადახვიდეთ.
როგორ იწყებ დილას? თქვენ უკვე დასტრესილი ხართ, რადგან ბავშვები ბაღში და სკოლაში უნდა წაიყვანოთ, გარეთ ცივა, გზაზე საცობებია და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი. სამსახურიდან უკვე დაქანცული დაბრუნდით და ისევ საოჯახო საქმეები დაგხვდათ. შედეგად, უბრალოდ წევხართ საწოლში და არ გაქვს ძალა, იფიქრო გასულ დღეზე და დატკბე მისი სასიამოვნო მომენტებით. საუკეთესო შემთხვევაში, ფიქრობთ იმაზე, თუ რა მოხდა არასწორად და რა უნდა გაკეთდეს ხვალ.
„როცა შენს ცხოვრებაში სიკეთეს ვერ ამჩნევ, საკუთარ თავს ართმევ მომენტებს, რომლებმაც შეიძლება სიხარული მოგიტანონ. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც მადლიერნი არიან ყოველი პოზიტიური წუთისთვის, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ნაკლებად ნერვიულობენ და ნაკლებად ავადდებიან. მადლიერება არ არის სირთულეების იგნორირება, არამედ უნარი, შეამჩნიო ის წვრილმანები, რომლებიც ცხოვრებას უფრო ნათელს ხდის.” - განმარტავს ჯეფრი ბერნშტეინი.
რა უნდა გააკეთოთ:
ყოველდღე ჩამოწერეთ სამი რამ, რამაც დღეს გაგახარათ და რისთვისაც „მადლობელი“ ხართ ამ დღისთვის: ფინჯანი კარგი ყავა, მზიანი დღე, სასიამოვნო საუბარი კოლეგასთან. დროთა განმავლობაში, ეს პრაქტიკა ასწავლის თქვენს ტვინს პოზიტივზე ფოკუსირებას.
თქვენ ალბათ გაქვთ დიდი ოცნება: დაწეროთ წიგნი, იმოგზაუროთ ოცდაათ ქვეყანაში, გახსნათ საკუთარი ბიზნესი და აკეთოთ ბევრი სხვა შესანიშნავი საქმე. საღამოობით, საწოლში მწოლიარე, წარმოიდგენთ, როგორ შეცვლით ერთ დღეს ცხოვრებას ამ ოცნებისთვის, მაგრამ... ყოველდღე დილით ეს ყველაფერი უკანა პლანზე ქრება და ადგილს უთმობს რაღაცებს, მაგალითად, ტელევიზორის ყურებას, ახალი არხების გადახვევას და უსასრულო მიმოწერას ჩატებში.
"ეს ჩვევა არათუ ამუხრუჭებს თქვენს მიზნებს, არამედ ამტკიცებს, რომ თქვენი ოცნებები არ არის თქვენი პრიორიტეტი. დროთა განმავლობაში, ეს ჩვევა ქმნის უკმაყოფილების განცდას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თქვენს ბედნიერებაზე“, - ამბობს ფსიქოლოგი.
რა უნდა გააკეთოთ:
განსაზღვრეთ ნაბიჯები თქვენი მიზნის მისაღწევად. ისინი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა, თითოეული ნაბიჯი შეიძლება დაიყოს კიდევ რამდენიმე ნაწილად, მაგრამ ყოველდღე დაუთმეთ 20 წუთი ამ ნაბიჯის გადადგმას. როგორც კი დაიწყებთ სვლას თქვენი ოცნებისკენ, შთაგონების გრძნობა გაჩნდება, რომელიც შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.