ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი ამჯერად გოზინაყის რეცეპტს გვთავაზობს.
„იმაზე ადვილია, ვიდრე ჩვენი დედები და ბებიები აკეთებდნენ, გთავაზობთ ჩემს ვარიანტს, რომელსაც ერთი მთავარი განსხვავება აქვს - ნიგოზს არ ვჭრი, ვბეგვავ. ასეთი ნოგოზი ადვილად „გემორჩილება“ და მეტ სინოტივეს უშვებს თაფლში, “ - ამბობს მზარეული.
დაგჭირდებათ:
მომზადება:
ჩავასხათ თაფლი ტაფაში და დავდგათ ცეცხლზე. რომ აქაფდება, გადმოვდგამთ, გავაცივებთ და კვლავ ცეცხლზე დავდგამთ. მეოთხედ რომ დავდგამთ, 1 წუთის განმავლობაში ვადუღებთ. დავამატებთ შაქრის პუდრას.
500 გრამი ნიგოზი დავყაროთ ლანგარზე და შევდგათ ღუმელში 20 წუთით 140 გრადუს ტემპერატურაზე. გავაგრილოთ. გადმოვყაროთ დაფაზე, გადავაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი და ოდნავ დავბეგვოთ. შემდეგ დანით კეპვით „გადაუარეთ“.
ამის შემდეგ მეოთხედ წამოვადუღოთ თაფლი, დავამატოთ პუდრა. ჩავყაროთ ნიგოზი და 3-4 წუთი ვშუშოთ.
გადმოვიღოთ სველ დაფაზე და გავაბრტყელოთ. მასა არის ძალიან მორჩილი და მეტ სინოტივეს უშვებს თაფლში, განსხვავებით დაჭრილი ნიგვზისგან. იჭრება ძალიან ადვილად.