როგორ მოვხარშოთ ბრინჯი, რომ დიეტისთვის გამოდგეს - მშობლები

როგორ მოვხარშოთ ბრინჯი, რომ დიეტისთვის გამოდგეს

2015-03-27 13:22:25+04:00

როგორ უნდა მოიხარშოს ბრინჯი, რომ მისი კალორიულობა 10-ჯერ შემცირდეს ბრინჯი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. ამის მიუხედავად, გასახდომ დიეტებში ხშირად შედის. მეცნიერები გირჩევენ, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯი, რომ გასახდომად გამოდგეს.

საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯი 2 სახეობის სახამებელს შეიცავს. ერთი იოლად გარდაიქმნება გლუკოზად და ადვილად შეითვისება, მეორე კი პრაქტიკულად, შეუთვისებელი რჩება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ სახამებელზე სპეციალური მეთოდით ვიმოქმედებთ, მისი კალორიულობა რამდენჯერმე შემცირდება, შესაბამისად, პროდუქტი დიეტისთვის იდეალური გახდება. მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, როგორ უნდა მოიხარშოს ბრინჯი, რომ მისი კალორიულობა 10-ჯერ შემცირდეს.

ბრინჯი უნდა მოხარშოთ წყალში, რომელშიც 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი იქნება ჩამატებული (ეს ზეთი სუპერმარკეტებში იყიდება). მდუღარეში ჯერ ზეთი ჩაასხით, შემდეგ ბრინჯი ჩაყარეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხარშული ბრინჯი 12 საათით მაცივარში შედგით.

მიუხედავად იმისა, რომ ზეთს ამატებთ, ასე მოხარშული ბრინჯის კალორიულობა 10-ჯერ მცირდება. შეკაზმეთ სანელებლებით და გასახდომად იდეალურ კერძს მიიღებთ.