მოსკოვში ცნობილი პლასტიკური ქირურგი კატერინა ლონსკაია დააკავეს, რომლის ოპერაციის შემდეგ პაციენტი დაბრმავდა.
დაზარალებული პაციენტი ებრაული თემების ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ბოროდას მეუღლეა. მან ბლეფაროპლასტიკა (ოპერაცია თვალის ქუთუთოს ფორმის კორექციისთვის) ჩაიტარა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash იტყობინება. წყაროს ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდა ჩხრეკა ლონსკაიას კლინიკაში და მალე ექიმს აღკვეთის ღონისძიებაც შეეფარდება.
მაისშივე ცნობილი გახდა, რომ ლონსკაიას მიერ ჩატარებული ბლეფაროპლასტიკის შემდეგ 46 წლის ინას გართულებები დაეწყო . სამი შვილის დედას რქოვანა დაუზიანდა, მხედველობა თანდათან დააკლდა და დაბრმავდა. ინა სამკურნალოდ საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც ექიმებმა მხოლოდ ერთი თვალის მხედველობის 30%-ის აღდგენა შეძლეს.
სასამართლოში საქმე უკვე მიმდინარეობს, ადვოკატი ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევისთვისაც იბრძვის. ამავდროულად, იგივე ადვოკატი ერთ ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, ტიმურ ხაიდაროვს იცავს, რომლის ოპერაციის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.
ბლეფაროპლასტიკა თვალის ქუთუთოს ფორმის კორექციაა. ამ ტიპის ჩარევა ზედმეტი კანის და ცხიმის ამოკვეთას გულისხმობს. ოპერაცია ტარდება შემდეგი ჩვენებებით: