ეს მხიარული ბურთები ბავშვებს განსაკუთრებულად მოეწონებათ საჭირო მასალა:
ფარში (საქონლის ან ქათმის) – 1 კგ
მწყრის კვერცხი – 10 ცალი (ამ ინგრედიენტის გარეშეც შეგიძლიათ მომზადება)
ფენოვანი ცომი – 0,5 კგ
ქათმის კვერცხი – 1 ცალი
მომზადება
ფარში შეანელეთ, როგორც გნებავთ. შემდეგ ბურთები მოამზადეთ.
მწყრის კვერცხები მოხარშეთ, გაასუფთავეთ. თითოეულ ბურთში მოათავსეთ თითო კვერცხი.
ფენოვანი ცომი წვრილ ზოლებად დაჭერით და ბურთებს შემოავლეთ გარშემო.
გარედან ათქვეფილი ქათმის კვერცხი გადაუსვით და გამოაცხვეთ ღუმელში 35-40 წუთით.