დღეს 25 დეკემბერია, ძველი სტილით შობა, რომელსაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში აღნიშნავენ და ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი აღნიშნავს, ნაძვის ხესაც ბევრი სწორედ ამ დღეს დგამს.
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა პირველი საახალწლო ფოტოები გაუზიარეს გამომწერებს სოციალურ ქსელში.
ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა პირველ შობას ეგებებიან ქალიშვილთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა. "ჩვენი ანგელოზისთვის ეს პირველი შობაა", - წერს ჯორჯინა და თოფურიების ოჯახური შეკრების ფოტოებს აქვეყნებს.
ელის მარია სააკაშვილის საახალწლო ფოტო გამოაქვეყნა სოფო ნიჟარაძემ.
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ზამთრის კურორტზე არიან ბავშვებთან ერთად და იქიდან აქვეყნებენ ოჯახურ ვიდეოებს და ფოტოებს.
პირველ შობას ხვდება ცნობილი იუთუბერების - გიორგი დანელიასა და თეონა ჩაჩუას მეორე ქალიშვილი.
ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმაც ოჯახური მილოცვები გაუგზავნეს გამომწერებს.
ეს კი ილო ბეროშვილის და ანი ბებიას ვაჟების საახალწლო ფოტო.