ფენოვანი ცომით გამომცხვარი ყველაფერი ძალიან გემრიელია, მაგრამ მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ასევე ზედმეტად ცხიმიანია და ბევრი ერიდება მის ხშირ გამოყენებას. ამჯერად ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი ფენოვან ცომს ე.წ. ხინკლის ცომისგან გასწავლით, რომელსაც არც დიდი დრო სჭირდება და არც ბევრი ცხიმი.
„არ სჭირდება მაცივარში რამდენჯერმე დაყოვნება და გადაკეცვები. ეს ცომი უსაფუვროა, მაგრამ საოცრად ელასტიური. ცხვება როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზე. გამოდის უგემრიელესი ფენოვანი ხაჭაპური“ - ამბობს მზარეული.
ცომისთვის დაგჭირდებათ:
ცომზე წასასმელად:
მომზადება:
იზილება როგორც ხინკლის ცომი, შემდეგ შევფუთოთ და დავასვენოთ უცილებლად მაცივარში 1-2 საათი. თუმცა უკეთესი იქნება, თუ მთელი ღამით დატოვებთ.
გავადნით მარგარინი, რომ წამოდუღდება, ჩავყაროთ სიმინდის სახამებელი. ურიეთ, სანამ სახამებელი არ გაიხსნება.
ვაბრტყელებთ ცომს, ჩავჭრით ცენტრიდან, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ვუსვამთ სახამებლიან მარგარინს. გადავახვევთ და გავაბრტყელებთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შეგიძლიათ გაუკეთოთ ხაჭაპურის გულსართი და გამოაცხოთ ტაფაზე ან ღუმელში.