მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში სალიოს სახელით გამოდის სცენაზე, მეორე შვილის დედა გახდა. ვაჟის შემდეგ მას ქალიშვილი შეეძინა.
"ჩემი მშვენიერი საშობაო საჩუქარი..." - წერს სალომე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოს გაგუას კლინიკიდან. სწორედ იქ გაჩნდა მისი მეორე შვილი.
სალომე ბოლო წლები საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და იქვე იწყობს კარიერას.
ბავშვობიდან მღერის და ბავშვობიდანვე პოპულარულია. სალომე ბევრისთვის ცნობილი "კორკოტას", იმავე გია კორკოტაშვილის ქალიშვილია.
პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილს საერთო ვაჟი შეეძინა, თუმცა ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.სალომეს თქმით, უბრალოდ "სიყვარული გაქრა". "მეგობრებად დავრჩით, ოღონდ, კარგ მეგობრებად. ასე ხდება... დროთა განმავლობაში ქრება ხოლმე გრძნობები და ძალიან კარგია, რომ ასე გაქრა და ახლა მეგობრები ვართ".
რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი სალომეს მეორე ფეხმძიმობის შესახებ. მომღერალმა ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ასე ამცნო გამომწერებს სასიამოვნო სიახლის შესახებ.