საზარელი შემთხვევა მოხდა რუსეთში, ტვერის ოლქში. კაცმა თავისი სამი ვაჟი და ერთი წლის ქალიშვილი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა უშედეგოდ.
3, 5, 7 და 1 წლის ბავშვების გვამები სამართალდამცველებმა 28 დეკემბრის დილას იპოვეს სახლში. ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იყო, 9 და 14 წლის ბიჭები, რომლებმაც გაქცევა მოასწრეს...
მეზობლები ყვებიან, რომ წყნარ მრავალშვილიან ოჯახში ბოლო დროს დაიწყო უკმაყოფილება და სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბისა და ყვირილის ხმები. ტრაგედიის ღამეს მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ატეხა მორიგი სკანდალი - ირწმუნებოდა, რომ ბავშვები ქალმა სხვა კაცისგან გააჩინა. განრისხებულმა ცოლი ოთახში ჩაკეტა, თუმცა შემდეგ გამოუშვა. ცოტა ხანში ისევ დაიძაბა სიტუაცია და ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვა. უკვე შუა ღამისას ქალს სახლის ქვედა სართულიდან შემოესმა საზარელი ხმები. ძირს ჩასულს კი შვილების ცხედრები დახვდა იატაკზე და კაცი, რომელიც თავის მოკვლას ცდილობდა...
ადგილზე მალე გაჩნდა სასწრაფო დახმარება, თუმცა ბავშვები ვერ გადაარჩინეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და აპარატზეა შეერთებული. ის ტაჯიკეთიდან არის წარმოშობით. რომ გამოიღვიძებს, ელის სასამართლო და სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობა.