54 წლის კლაუდია შიფერი 1990-იანი წლების ლეგენდარული მოდელების პლეადიდანაა. კლაუდია, ნაომი, სინდი, ლინდა და კიდევ რამდენიმე მოდელი სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში. თუმცა გერმანელმა კლაუდიამ დაქორწინების შემდეგ ძალიან მალე უარი თქვა კარიერაზე და მთლიანად ოჯახს მიუძღვნა თავი. ახალ ინტერვიუში სწორედ ამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთოდ არ ნანობს.
კლაუდიას თქმით, 20 წლისა მსოფლიოში მოგზაურობდა, დიდი წარმატებები ჰქონდა, კარიერაზე ფიქრობდა მხოლოდ და ძალიან ბევრს შრომობდა მიზნის მისაღწევად. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ცოლი და დედა გახდა.
"ვამაყობ ჩემი შვილებით, ისინი ძალიან უბრალოები არიან და მათი კეთილდღეობა ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, შემეძლო უფრო ხშირად პოდიუმებზე გამოსვლა, ფოტოსესიებსა და პროექტებში მონაწილეობა, თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ბალანსის შენარჩუნება, რაც მაძლევს საშუალებას, დრო გავატარო ოჯახთან და ახლობლებთან, როცა მათ მე ვჭირდები, ახალი სარეკლამო კამპანია კი მოიცდის", - აღნიშნა კლაუდიამ, რომელიც სამი შვილის დედაა.
კლაუდია 53 წლის მეთიუ ვონზეა დაქორწინებული - ბრიტანელ არისტოკრატზე, რომლის ნამდვილი გვარი დე ვერ დრამონდია. მამამისი მეფე გეორგ მეოთხის ნათლული იყო. წყვილს 21 წლის კასპერი, 20 წლის კლემენტინა და 14 წლის კოზიმი ჰყავს.