მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ თაყვანისმცემლებს ახალი წელი საზეიმო ვიდეოთი მიულოცეს. წყვილი ნაძვის ხესთან ცეკვავს. მანამდე კი გალკინმა მათ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ალა და ლიზა ნაძვის ხესთან პოზორებენ.
მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვას მეხუთე ქმარია, რომელზეც 2011 წელს დაქორწინდა. გალკინი მასზე 29 წლით არის უცროსი. 2013 წელს წყვილს სუროგატი დედისგან ტყუპი - ლიზა და გარი შეეძინათ, რომლებიც სასახლეში ფუფუნებაში გაზარდეს და სკოლის გარდა, დამატებით საკმაოდ სერიოზულ განათლებასაც აძლევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან შედარებით მართლაც კარგად გამოიყურება, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.
2006 წლიდან შაქრიანი დიაბეტით არის ავად. ამავე წელს აღმოაჩნდა სისხლძარღვების და გულის პრობლემა, რის გამოც სისხლძარღვების სტენტირება გაიკეთა (კორონოანგიოპლასტიკა). 2010 წელს გადაიტანა კიდევ ერთი სტენტირება და ამჯერად ოთხი სტენტი ჩაუყენეს. ასევე აქვს სტენოკარდიის დიაგნოზი.
2014 წელს, 52-წლიანი მწეველობის შემდეგ, მოწევას თავი დაანება. ამბობს, რომ ამან გულზე პრობლემები შეუმცირა.
ფაქტია, რომ ასაკის და დაავადებების მიუხედავად, კვლავ მხნედ გამოიყურება და საზოგადოებაში მისი ყოველი გამოჩენა დიდ აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე.