ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე ლიზა ჩიჩუა მეორე შვილს ელოდებიან. მათ უკვე ჰყავთ პატარა გიორგი და როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, ახლა გოგონას მშობლები გახდებიან.
ამჯერად წყვილმა საახალწლო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ლიზა ორსულობის მეცხრე თვეშია და მშვენივრად გამოიყურება.
ფეხმძიმე ლიზა ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებში და პერიოდულად გამომწერების შეკითხვებსაც პასუხობს. როგორც ამბობს, გაგუას კლინიკაში დადის მეანგინეკოლოგ დავით გაგუასთან.
ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მშობიარობასაც ამ კლინიკაში აპირებს.
თუ როგორ გრძნობს თავს ფსიქოლოგიურად მეორე ორსულობისას და ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია, ამაზე ლიზამ ერთი თვის წინ უპასუხა გამომწერებს, რომ არა მხოლოდ პოსტსამშობიარო, არანაირი სახის დეპრესია არ ჰქონია და ფიქრობს, რომ მეორე მშობიარობის შემდეგაც არ ექნება ეს პრობლემა. თუმცა სხვა ტიპის პრობლემა - ტოქსიკოზი, მისთვის უფრო მტკივნეულია. როგორც ცოტა ხნის წინ გამომწერებს უპასუხა, გიოზე ფაქტობრივად 9 თვე ტოქსიკოზი ჰქონდა, ყოველ მეორე დღეს გადასხმებს იკეთებდა. და ამ ორსულობის დროსაც აქვს ტოქსიკოზი.