როგორ მოვამზადოთ სახლში? როგორც ბრიტანელი ექიმები და დიეტოლოგები ამბობენ, კვების რაციონში ჯეჯილის წვენის ჩართვა ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია. ჯეჯილის წვენის სისტემატური მოხმარებით შევძლებთ დავემშვიდობოთ უამრავ დაავადებას.
ჯეჯილის წვენი შეიცავს 17 სახის ამინომჟავას, 80 სახის ფერმენტს, 100-მდე მნიშვნელოვან მიკროელემენტს და პრაქტიკულად მეცნიერებაში ცნობილ ყველა ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, მათ შორის უნიკალურ B 12-ს და ცილების სრულ კომპლექტს, არის აქტიური რკინის წყარო. მისი შემადგენლობის 70% არის ქლოროფილი, ე.წ. „მზის ენერგიის კონცენტრატი“, რომელიც გაჯერებულია ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი - ჟანგბადით.
დაავადებების ჩამონათვალი, რომელსაც კურნავს: 1. სისხლში შაქრის შემცველობის სტაბილიზირება. 2. სისხლის მიმოქცევის სტიმულირება 3. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება. 4. კიბოს პრევენცია. 5. დაღლილობის მოხსნა. 6. პირიდან და სხეულიდან უსიამოვნო სუნის მოშორება. 7. კანის ჭრილობის მოშუშება. 8. კარიესის მკურნალობა და პროფილაქტიკა. 9. ღვიძლის გაწმენდა. 10. მზის დამწვრობის მკურნალობა. 11. საკვების მოთხოვნილების დაქვეითება. 12. ართრიტის მკურნალობა.
ამინომჟავების ძალიან ადვილად ასათვისებელი ფორმით არსებობის გამო მისი სტაბილური მოხმარებით მიიღწევა სხეულის გაჯანსაღება, ნათელი და მკვრივი კანი, ნაზი და ძლიერი თმები. როგორც ცნობილია, ჰოლივუდის მსახიობები ყოველდღიურად მიირთმევენ ჯეჯილის წვენს. თუ თქვენ დიეტაზე ბრძანდებით და ამ პერიოდში პარალელურად მიიღებთ ჯეჯილის წვენს, მაშინ დამატებით 2- 3 კგ-ს დაიკლებთ. ჯეჯილის წვენი გაჯერებულია მულტივიტამინებით. ერთი ჭიქა წვენის მიღების შედეგად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ 3-4 კგ ხილი მიირთვით.
ჯეჯილის წვენის დაწურვა სახლშიც შესაძლებელია. სააღდგომოდ ყველა ოჯახში ზრდიან ჯეჯილს, ხოლო მისი წვენის მოსამზადებლად, მაკრატლით უნდა მოჭრათ გაზრდილი ღეროები და წვენსაწურში გაწუროთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია გამოიყენოთ ბიოლოგიურად სუფთა ხორბალი.
სახლის პირობებში ხორბლის დასათესად უნდა გამოიყენოთ კომპოსტი, ვინაიდან მცენარე მხოლოდ მიწიდან შეთვისებული მინერალებით მდიდრდება.