ბექჰემების დიდმა ოჯახმა საახალწლო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობ. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშობაო არდადეგებზე ერთად ვართ. ძალიან მიყვარხართ ყველანი" - წერს ვიქტორია ბექჰემი და ფოტოებს აქვეყნებს.
ოჯახურ ფოტოებზე მის გვერდით დგას რძალი - ბრუკლინ ბექჰემის ცოლი, მსახიობი ნიკოლა პელტცი. როგორც ცნობილია, მათ შორის არც ისე სასიამოვნო ურთიერთობები იყო თავდაპირველად. დავა ქორწილის ორგანიზებას მოჰყვა, საუბრობდნენ, რომ ბრუკლინის რჩეულმა უარი თქვა ვიქტორიას მიერ შეთავაზებული, მისი დიზაინით შექმნილი კაბის ჩაცმაზე და ეს გახდა განხეთქილების საბაბი. მაშინ წერდნენ, რომ ბრუკლინი ცალსახად მეუღლის მხარეზე დადგა და ამანაც გააბრაზა ვიქტორია...