გოგონას, რომელსაც დედამ, გამოგონილი მიზეზებით, 23 წელი ეტლში გაატარებინა, შვილი შეეძინა. გოგონა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბადა და მას ავრორა დაარქვეს.
ამერიკელი ჯიფსი როუზ ბლანშარის ამბავი მსოფლიოში ცნობილია. რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ ჯიფსი გასულ წელს გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, მას დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და ჯანმრთელ ადამიანს უამრავ სამედიცინო პროცედურას თვითნებურად უტარებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამისს დი-დი ბლანშარს მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომი ჰქონდა და ეს იყო მიზეზი მისი ქცევის. ეს ძალადობის იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს თავის ან ბავშვის ავადობას, რათა სხვების ყურადღება მიიპყროს.
როგორც კი წამოიზარდა, როუზმა ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მის თავს რაღაც არანორმალური ხდებოდა. 23 წლის ასაკში კი ბოიფრენდთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა. მკვლელობისთვის მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რვა წელიწადში გაათავისუფლეს და ახალი ცხოვრება დაიწყო. გოგონას დედის მკვლელობის გამო გაასამართლეს.