ცნობილმა სიამის ტყუპმა ები და ბრიტანი ჰენსელებმა გამომწერებს ორსულობის შესახებ ეჭვები გაუჩინეს. 34 წლის ტყუპმა სოციალურ ქსელში უცნაური უცნაური ვიდეო გაავრცელა. მათ TikTok ანგარიშზე, სადაც დებს უკვე 300 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავთ, გოგონებმა გამოაქვეყნეს მათი პირადი ცხოვრების ამსახველი სტატიების სათაურების სლაიდშოუ, რომელთაგან ბოლო ასე ჟღერს: „დაქორწინდა და ბავშვს ელოდება“.
კომენტარებში ებისა და ბრიტანის მიმდევრებმა მაშინვე მილოცვებისა და კეთილი სურვილების კორიანტელი დააყენეს : "გილოცავთ მომავალი შვილის დაბადებას!", "გილოცავთ ორსულობას. "თქვენ მშვენიერი დედები იქნებით", - წერენ ინტერნეტის მომხმარებლები. ამავდროულად, თაყვანისმცემლებმა შეკითხვებით აავსეს ტყუპი, ცდილობენ დეტალების გარკვევას, მაგრამ ები და ბრიტანი დუმილს ინარჩუნებენ, რაც საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს.
ბავშვის სავარაუდო მამა ერთ-ერთი დის, ების ქმარი, ჯოშ ბოულინგია. მამაკაცი ებიზე 2021 წელს დაქორწინდა. ის შეერთებული შტატების არმიის ვეტერანია. მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი იზაბელა ჰყავს, რომელიც ქორწილშიც იყო და მამასთან და პატარძალთან ერთად პოზირებდა.
დები 1990 წელს დაიბადნენ. მშობლებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი განაცხადეს, რადგან ბავშვების გადარჩენის შანსი მცირე იყო. მათ მდგომარეობას მიზნების მიღწევაში ხელი არ შეუშლია: ტყუპებმა 16 წლის ასაკში მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარეს, კოლეჯი დაამთავრეს და ევროპაში იმოგზაურეს. ები აკონტროლებს მათ მარჯვენა მკლავს და ფეხს, ხოლო ბრიტანი აკონტროლებს მარცხენა მხარეს.
ტყუპის ცალის ქორწილმა სოციალუ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დაქორწინებიდან ტყუპმა მალევე განაცხადა, რომ ექიმები ორსულობის შესაძლებლობას არ გამოირიცხავენ.