ანჯელინა ჯოლის ძმა ჯეიმს ჰეივენი დაქორწინდა. საიდუმლო ქორწილის ფოტოები მისმა ცოლმა გამოაქვეყნა. 51 წლის ჯეიმსის მეუღლე 42 წლის ტელევარსკვლავი რომი მარი იმბელია. კალიფორნიის სანაპიროზე გამართულ ცერემონიას პატარძლის ძმა და მშობლები ესწრებოდნენ, ასევე - სასიძოს 86 წლის მამა, მსახიობი ჯონ ვოიტი. თუმცა ვარსკვლავი და ქორწილში არ იყო.
ცერემონია ზაფხულის ბოლოს შედგა, თუმცა ფოტოები ახლა გასაჯაროვდა.
უცნობია, რატომ არ ესწრებოდა ქორწილს ენჯი. ცნობილია, რომ და-ძმას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს დ განქორწინების პერიოდში ჯეიმსი ანჯელინას გვერდით იყო. მას მერეც ამბობდა, რომ ყოველთვის იზრუნებდა დაზე და დისშვილებზე.