ცნობილი მოცეკვავის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, ასევე მოცეკვავე, "სუხიშვილების" სოლისტი მარიამ მათიაშვილი ორსულადაა. ორსულობის ფოტოებს თავადაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ცოტა ხნის წინ თეამაც გამოაქვეყნა თავისი სტუდიის გვერდზე შემდეგი ტექსტით: "პირველი და განუმეორებელი შვილი მარიამი".
მარიამი შარშან დაქორწინდა დათო თოფურიაზე და მათი ქორწილი საოცარი ცეკვებით დაამახსოვრდა საზოგადოებას.
"ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ,ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი,ნეტა რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე.33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს,ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ… გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას... მაშინ კი ბოლომდე მიხვდები, რა ძლიერად მიყვარხარ", - ასე მიულოცა აგვისტოში ქალიშვილს დაბადების დღე თეამ.