ჩინური კალენდრის მიხედვით, გველის წელი 29 იანვარს იწყება. ის არ გვპირდება, რომ მარტივი წელი გველის, თუმცა, ნუ შეშფოთდებით - მომავალ წელს ყველას ელის რაღაც წარმატება ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სფეროში. რომელი სფერო იქნება თქვენთვის უფრო წარმატებული და რაში გაგიმართლებთ მეტად 2025 წელს?
ვირთხა
ურთიერთობები
გველი გარანტიას იძლევა, რომ მომავალ წელს პარტნიორთან თუ ახლობლებთან ნაკლები დაპირისპირება და მეტი ურთიერთგაგება გელით. ასევე პოზიტიური იქნება თქვენი ურთიერთობა ხელმძღვანელებთანაც... მთავარია, დროულად შეძლოთ ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ!
ხარი
ურთიერთობები
თქვენთვისაც ეს წელი ურთიერთგაგებისა და გარშემო მყოფთა შორის ჰარმონიის მიღწევის წელი იქნება. იგივე ეხება სამსახურებრივ ურთიერთობებსაც. ამიტომ, ეცადეთ სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენოთ წარმატებისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
ვეფხვი
ფიზიკური ჯანმრთელობა
რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღ წესზე უარი არ უნდა თქვათ – გველის წელი ვერ გაჩუქებთ ჯანმრთელობას, თუ მთელი დღე ერთ ადგილზე ზიხართ, საკმარისად არ გძინავთ და ფასთფუდით იკვებებით. თუმცა, მინიმალური ძალისხმევაც კი შესანიშნავ გამოიღებს ამ წელს - ხანდახან მაინც ადექით სამუშაო მაგიდიდან და გაიარ-გამოიარეთ.
კურდღელი
შემოსავალი
ჩვენ არ ვიცით, რა არის თქვენი გეგმა - სამუშაო ადგილის შეცვლას, საკუთარი ბიზნესის დაწყებას ან ინვეტიციას აპირებთ თუა რა - მაგრამ 2025 წელს თქვენი შემოსავალი უნდა გაიზარდოს. თუმცა გახსოვდეთ - ამისთვის მაინც მოგიწევთ რაღაცის რისკების შეფასება. გაუთვლელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ მხოლოდ ჰოროსკოპის იმედით.
დრაკონი
საკუთარი თავის პოვნა
ცხოვრების გაუმჯობესების რჩევების უმეტესობა იწყება რჩევით „გიყვარდეს საკუთარი თავი“ და "შეიცანი შენი თავი". როგორც ჩანს, წელს თქვენ სწორედ ამას შეძლებთ. დაიწყეთ მცირედით- პატივი ეცით საკუთარ სურვილებს. ცვლილებები უკვე ახლოსაა!
გველი
სიყვარული
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, 2025 წელი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ მისცეთ შანსი, იპოვოთ საყვარელი ადამიანი. თუ უკვე ურთიერთობაში ხათ, ხელახლა აღმოაჩენთ საყვარელ ადამიანს. მაგრამ დასრულდება ეს ვნებათა ახალი რაუნდით თუ დაშლით და ახალი პარტნიორის მოძებნით, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
ცხენი
ოჯახი
ბავშვები წარმატებებს აღწევენ, ქმარი დროულად რეცხავს ჭურჭელს და მთელი ხელფასი სახლში მოაქვს, დედამთილი კი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად... თუ თქვენი ოჯახი ცოტა განსხვავებულად გამოიყურება და მხოლოდ თქვენ და თქვენი ძაღლისგან შედგება, არ ინერვიულოთ - ამ შემთხვევაშიც კი გექნებათ კარგი წელი და თქვენი საყვარელი ადამიანების მუდმივი მხარდაჭერა.
ცხვარი
გარეგნობა, იმიჯი
2025 წელი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ხალხმა ახალი თვალით დაგინახონ. თქვენში ახალი თვისებები და სახიათი აღმოაჩინონ. რას გააკეთებთ ამისთვის - შეიცვლით იმიჯს, პროფესიას თუ ექსპერტობას მიჰყოფთ ხელს - თქვენი გადასაწყვეტია.
მაიმუნი
სექსი
ნიკოლ კიდმანმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში დაიჩივლა, რომ სექსისგან დაიღალა – მსახიობს „ცუდი გოგოს“ გადასაღებ მოედანზე ისე ხშირად უწევდა ორგაზმის იმიტაცია, რომ "გადაიწვა". არ ვამბობთ, რომ იგივე გელით 2025 წლის დეკემბრისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს ცხოვრებაში მეტი სექსი იქნება.
მამალი
ახალი ცოდნა
გველის წელი შესანიშნავი დრო იქნება რაიმე ახლის შესასწავლად. ალბათ დიდი ხანია გინდოდათ პროფესიის შეცვლა ან კვალიფიკაციის ამაღლება. დაიწყეთ - ახლა ეს იმაზე მეტ ეფექტს მოგიტანთ, ვიდრე ოდესმე.
ძაღლი
შემოქმედება
თუ ყოველთვის გინდოდათ სიმღერა, ცეკვის სწავლა ან ხატვა, ახლა ამის დროა. შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ მაგრამ მისგან დიდი სიამოვნება გელით.
ღორი
აღიარება
გველის წელი გპირდებათ აღიარებას როგორც საყვარელი ადამიანებისგან, ასევე საზოგადოებისგან. მთავარია, არ შეგეშინდეთ ისაუბროთ იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და რას მიაღწიეთ. ბოლოს და ბოლოს, თუ თავად არ იტყვით, სხვაგვარად როგორ შეამჩნევენ სხვები, რა შესანიშნავი და წარმატებულია ადამიანი ხართ?