ბათუმის კოლორიტი ჯონსონა ბათუმში ყველამ იცის და მისი საოცარი ლუქები რა ხანია გასცდა ბათუმის ფარგლებს. თავად ამბობს, რომ ინგლისელია და ასევე ამბობს, რომ კოლექციონერია. დადის ბაზრობებზე, ყიდულობს სხვადასხვა ნივთს და შემდეგ უჩვეულოდ ახამებს ერთმანეთს, ქმნის მორიგ ლუქს და გამოდის ქუჩაში.
ამჯერად ჯონსონას საახალწლო ლუქი ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ გაგვიზიარა, რომელიც მშობლიურ ბათუმში შეხვდა ქალაქის კოლორიტს და შემოქმედებითი პროცესიც გადაიღო.
ეს კი ჯონსონას ცნობილი ლუქები, რომლებითაც სახელი გაითქვა.