2024 წელი ბევრი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. უკვე განვლილმა წელმა შესაძლოა, ჩვენი დამოკიდებულებები, ღირებულებები, გეგმები და სტრატეგიები შეცვალა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, კარმული გავლენით, ყველამ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. 2025 წელს ლოგიკური გაგრძელება იქნება. პირველი მნიშვნელოვანი თარიღი კი 12 იანვარია.
ამ დღეს კარმული კვანძები პოზიციას იცვლიან. რაჰუ ვერძის თანავარსკვლავედიდან თევზების თანავარსკვლავედში გადადის. ეს გადასვლა კი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით საყურადღებო იქნება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული მოვლენა ენერგიისა და მოტივაციის შემცირებას გამოიწვევს. ბევრი ადამიანი საკუთარ ემოციებსა და შესაძლებლობებს ჩაუღრმავდება. ზოგადად, 2025 წლის კარმა საკუთარი თავის პოვნაში და ჩვენი გზის შესწავლაში დაგვეხმარება და გვასწავლის, როგორ დავაგროვოთ და გამოვიყენოთ გამოცდილება.
ბევრი ჩვენგანის რწმენა და ღირებულებები შეიცვლება. ამ პერიოდში ასტროლოგები გვირჩევენ, რომ საკუთარი თვისებები ობიექტურად შევაფასოთ, ქედმაღლობაზე, სკეპტიციზმზე უარი ვთქვათ და მოვლენებს არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შევხედოთ.
ეს პერიოდი ყველაზე რთული ზოდიაქოს იმ ნიშნებისათვის იქნება, რომლებიც კონკრეტული გათვლებით, მხოლოდ გონებით ხელმძღვანელობენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. 2025 წელს შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მხოლოდ გათვლებმა სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მიგიყვანოთ და აუცილებელი გახდეს, რომ საკუთარ გულს, გრძნობებს მოუსმინოთ. ინტუიციისადმი ნდობა და გრძნობების გაგება იქნება მთავარი, რაც 2025 წელს უნდა ისწავლოთ.
"ისწავლეთ დუმილი, გიყვარდეთ სიჩუმე. 2025 წელს ენაზე კბილის დაჭერა ღირებული იქნება. ჯობს, ზედმეტი ინფორმაცია არ გასცეთ და თქვენს საქმეებსა და მიზნებზე კონცენტრირდეთ. დაისვენეთ, სამსახურში ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, პრობლემები შეგექმნებათ. 2025 წელს ვარსკვლავები არ მიესალმებიან მუშაობას მუშაობის გამო. ის, რასაც აკეთებთ, უნდა მოგწონდეთ და გამართლებულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგ შედეგს არ მოგიტანთ." - ამბობენ ასტროლოგები.
გველის წელში მოგვიწევს, საკუთარ თავს მოვუსმინოთ და ჯანმრთელობასაც განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ:
"2025 წელს სუსტი წერტილი ნაწლავები და ნერვული სისტემაა, გამოჩნდება სხვადასხვა ალერგიული რეაქცია და ენდოკრინული დაავადებები." - აღნიშნავენ ასტროლოგები.