ცნობილი კულინარი ია მინდაძე ასათიანი საშობაო ღვეზლების ცომის რეცეპტს გვიზიარებს.
დაგჭირდებათ:
600 მლ რძე(ან წყალი) მე რძე გამოვიყენე
1ს.კ საფუარი
200 გრ კარაქი ან ონა (გამდნარი) მე კარაქს ვიყენებ უფრო გემრიელია
1 ს.კ შაქარი
მარილი
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (მიახლოებით 1.კგ 200გრ)
მომზადება:
თბილი რძე + საფუარი+ შაქარი +გამდნარი კარაქი ან ონა + მარილი და ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ და დადგით ასაფუებლად.
საოცარი ცომია. მერე უკვე კარგი სახაჭაპურე ყველი (თუ ორნაირ ყველს გამოიყენებთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება იმერულით და სულგუნით) .მოხარშული კვერცხი შემდეგ კარაქში შებრაწული, არის საოცრება რაც შეეხება ფორმას, თქვენთვის სასურველი. ჩემი ღვეზელი კი ყოველთვის ნახევარმთვარის ფორმის არის
გაბრტყელებულ ცომზე ბლომად ყველი, დაჭრილი კვერცხი და კარაქის ნაჭერი არ დაგავიწყდეთ. ფორმას რომ მისცემთ, ზემოდან არაჟნიანი კვერცხის გული წაუსვით.